ლუჰანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 12:15 | 21.11.2022 ნანახია: 589
ლუჰანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები მედგრად აკავებენ მტრის უპირატეს ძალებს.
ლუჰანსკის რეგიონის დასახლებულ პუნქტ სიროტინოს რაიონში განადგურებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონები. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ცნობები ზუსტდება.
„ლუჰანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძლედება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება. კერძოდ, ქალაქ ლუჰანსკში იძულებით გაყვანილია ბელოვოდსკის მოსახლეობა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად აღმოსავლეთ ფრონტზე მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ლუჰანსკის ოლქის გათავისუფლებისათვის სამხედრო ოპერაცია რთული იქნება, რადგან რუსმა ოკუპანტებმა მოასწრეს რეგიონის ტერიტორიაზე გამაგრება და დახმარება მიიღეს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან მებრძოლებისა და იმ ძალების სახით, რომლებიც ხარკოვის რეგიონიდან გაიქცნენ. ოკუპანტები იკავებენ უკრაინელების ცარიელ სახლებს.
ბოლო მონაცემებით, ლუჰანსკის რეგიონში უკვე გათავისუფლებულია 12 დასახლებული პუნქტი.
ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სიფრთხილით მიიწევენ სავატოვოს მიმართულებით. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















