ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვრცელი ტერიტორია დაუბრუნდა
საქართველო, თბილისი - 13:00 | 24.11.2022 ნანახია: 539
ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება. აქვე, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა იმ მიდგომას, რაც თბილისის მუნიციპალიტეტს 2017 წლიდან აქვს მწვანე არეალებთან დაკავშირებით.
„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის რეკრეაციული და მწვანე სივრცეების არსებობა დედაქალაქში. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის პარკების განახლება, სკვერების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილი იყო და ყოველდღიურად ხდებოდა. ეს იყო მწვანე არეალების, სპორტული მოედნების მიტაცება და მათ ადგილზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა, 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დედაქალაქი იყო კიდევ უფრო მწვანე, იყოს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე, იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში, ნორმალურ პირობებში შეძლონ დასვენება, განტვირთვა და თუნდაც, ვარჯიში. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფართი დავუბრუნეთ მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა რეკრეაციული სივრცეებისა თუ სპორტული მოედნების სახით. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება დღესაც გრძელდება.
თქვენ იცით მზიურის პარკი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა და დიდი ისტორიის მატარებელი პარკია. თავის დროზე თბილისისთვის მორიგი ფილტვის გაჩენასა და ვერეს ხეობაში პარკის გაშენებაზე ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ბევრს საუბრობდა. იგი თბილისელებს მოუწოდებდა, თითო აგური მიეტანათ ვერეს ხეობაში ოცნების ქალაქის ასაშენებლად, სადაც პატარები ბეთანიიდან მონაბერ სუფთა ჰაერზე დაისვენებდნენ. გარდა იმისა, რომ უნიკალური მწვანე სივრცეა, ამ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ 2 წლის წინ განახლდა ეს პარკი და ახალგაზრდებისთვის, ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი ადგილია, თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა გავაცნო თბილისელებს ამ სივრცესთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს - მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით, 18 000 კვადრატული მეტრია. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ეს საკითხი მთავრობაზე უკვე გავიტანეთ. გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 2 ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება მზიურის პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომელიც მომდევნო ეტაპზე განხორციელდება.
ჩვენი ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მწვანე არეალების მიმართ, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული და განახლებული, რადგან ეს სივრცეები უნდა გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა და ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა თაობის ადამიანმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















