იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია, რომ თქვენ, საპატრიარქომ ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ ინსტიტუტად? - "გირჩი – მეტი თავისუფლება" ჯაღმაიძეს
საქართველო, თბილისი - 13:57 | 27.11.2022 ნანახია: 478
პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება ცხრამუხის მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებასა და მასზე ძალადობაზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. პარტია აკრიტიკებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელიც მომხდარში მედიას ადანაშაულებს.
"მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას". ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ.
იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია, რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, "გამპრავებელ" და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?
იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენ მოაწყეთ 2013 წლის 17 მაისი, როცა გავეშებული ხროვა არამარტო გამოიყვანეთ რუსთაველზე უდანაშაულო ახალგაზრდების დასარბევად, არამედ საკუთარი ტაბურეტკებით შეურთდით მათ ამ "წმინდა ბრძოლაში"?
იქნებ იმის ბრალია, რომ ასევე თქვენი ლოცვა-კურთხევით მოეწყო 2021 წლის 5 ივლისი, როცა ადამიანის სახე დაკარგული ბრბო ცემით კლავდა მედიის წარმომადგენლებს იგივე რუსთაველზე, და ამ სისხლიანი დღის უკვდავსაყოფად ტრუბა-კვადრატის ჯვარიც დაარჭეთ პარლამენტის შენობის წინ?
იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენი სასულიერო პირების გონებაშეზღუდული ნაწილი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ეკლესიის შიგნით, ქრისტესმიერი სიყვარულის ნაცვლად ამბიონიდან დღემდე ქადაგებს უთანასწორობას, უსამართლობას და სიბნელეს?
იქნებ იმის ბრალია, რომ მოძალადე კრიმინალების მიერ აშენებულ ეკლესიებში ქადაგებთ? მათი ნაჩუქარი ჯიპებით მოძრაობთ? მათთან ერთად ქეიფობთ და მათთან ნაცნობობით ამაყობთ?
იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენშიც ე.წ მაღალი იერარქების მნიშვნელოვანი ნაწილი თავადაც ყოფილი მოძალადე კრიმინალია?
იქნებ იმის ბრალია, რომ ახლაც ანაფორაში გახვეული მოძალადებითაა სავსე საპატრიარქო? მათ შორის ქალებზე და ბავშვებზე მოძალაადებით? დაგავიწყდათ ნინოწმინდის პანსიონატი? არ წაგიკითხავთ სუს-ის კრებსები?
იქნებ იმის ბრალია, რომ სახარების ქადაგების ნაცვლად ამბიონიდან "კაჩაობთ"?
იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენ თითქმის ყველას, ვინც ანაფორებს ხართ ამოფარებული, ქალი მართლა მეორეხარისხოვანი არსება გგონიათ, რომელიც უნდა გემსახუროთ მთელი ცხოვრება, მაგრამ არ გააჩნდეს საკუთარი ცხოვრება?
იქნებ იმის ბრალია, რომ მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთში გაუშვით?
იქნებ იმის ბრალია, რომ სუროგაციით დაბადებული ბავშვები დაწყევლეთ?
იქნებ იმის ბრალია, რომ ვერ ელევით 100-ათასიან მანქანებს, ფულს, ქონებას, ოქროს ჯაჭვებს ყელზე და 5 000-ლარიან მობილურებს ჯიბეში, როცა გარშემო ადამიანები თეთრებს ითვლიან ჩაის საყიდლად?
იქნებ იმის ბრალია, რომ გმობთ დასავლეთს, ძალადობისგან ყველაზე თავისუფალ სივრცეს თანამედროვე სამყაროში და ვერ ელევით დედააფეთქებულ რუსეთს, რომელიც საუკუნეებია ძალადობს ყველაზე და ყველაფერზე? თუმცა იმავე დასავლეთში დარბიხართ სამკურნალოდ თუ საშოპინგოდ.
იქნებ იმის ბრალია, რომ ეკლესია აქციეთ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად და ყოველი არჩევნების წინ მატერიალური სიკეთეების მოსაპოვებლად საარჩევნო ხმებში ახურდავებთ მრევლის ბრმა ნდობას?
იქნებ იმის ბრალია, რომ საბჭოთა ბოროტების ნგრევის შემდეგ, ნაცვლად უმეცრებასთან დაპირისპირებისა, ხალხის უმეცრებაზე მოიწყეთ ცხოვრება და გაგიტკბათ?
იქნებ იმის ბრალია, რომ ქრისტეს ნაცლად, ერთი სტაჟიანი სუკის აგენტი გააკერპეთ, რომელიც სამსახურებრივად რანგით უფროსს, ნაბიჭვარ კირილს ულოცავს დაბადების დღეს, როცა ის უკრაინაში ბავშვების ხოცვაზე იძლევა ლოცვა-კურთხევას?
იქნებ იმის ბრალია, რომ ფარისევლობა და ტყუილი იქცა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობად?
იქნებ იმის ბრალია, რომ ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ახერხებთ უსინდისოდ მორალური პედესტალიდან ვიღაცების აქეთ დამუნათებას?
იქნებ იმის ბრალია, რომ ამდენი წელია გაგდით და დღემდე ძალიან ცოტას ჰყოფნის გამბედაობა სიმართლე გითხრათ პირში?
იქნებ იმის ბრალია, რომ ღმერთის არ გწამთ?".
26 ნოემბერს პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხრამუხის მონსასტერში 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















