მიხეილ სააკაშვილმა ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებოს წარმომადგენელი
საქართველო, თბილისი - 13:25 | 07.12.2022 ნანახია: 451
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, ვასილ კაკაშვილმა კლინიკა "ვივა მედი" დატოვა. გამომძიებელმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა და მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების, ნიმუშის აღების მიზნით. შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დღეს არ სურდა ნიმუშის აღება, თუმცა მას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედება",- თქვა მან.
კაკაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი ნიმუშის წარდგენა. ადვოკატის განცხადებაზე, რომ მძიმე მეტალების აღმოჩნა თმის ან ფრჩხილის ნიმუშით ხდება და არა სისხლის ნიმუშით, გამომძიებელმა თქვა, რომ ამ საკითხში ეყრდნობიან ექსპეტიზის ეროვნულ ბიუროს.
"ჩვენ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი თვლიან, სავარაუდოდ, რომ გაგვცემენ პასუხებს ყველა გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო გაიდლაინებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს",- თქვა კაკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში ხდება ფრჩხილის ან თმის ნიმუშების კვლევით.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















