იომე, მაგრამ პოლიტიკური განცხადებების კეთება ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:14 | 07.12.2022 ნანახია: 489
იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია. ეს არის ფაქტი. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მრწამსით წავიდნენ, მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ. ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ვარ მეორედ. ჩემი დამოკიდებულება, ყურადღება, პატივისცემა ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი სამხედროებისა და ვეტერანებისადმი, ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. ჩემი ნათქვამი იქნა არასწორად გაგებული, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკრაინაში დღეს ომობენ, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დიდი სიცრუეა ეს. მე ვთქვი შემდეგი: ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, რომ ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიის საშუალებით დასახელებული იქნა კონკრეტული გვარები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სააკაშვილთან. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება, უბრალოდ, მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე არ მითქვამს, რომ ყველა ამ ადამიანის წაყვანა ორგანიზებულია ომის პარტიის მიერ. მე ვთქვი, რომ უნდა გაიმიჯნოს. არის კატეგორია ადამიანების, შეიძლება, რამდენიმე ათეული იყოს, რომელთა წაყვანა ორგანიზებულია სააკაშვილის, ომის პარტიის, იმ პარტიის მიერ, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა და დაკარგა, ომის შემდეგ კი გადასცა სტრატეგიული ობიექტები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, ომში წასულ საქართველოს ყველა მოქალაქეს მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.
„მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები დღესაც არიან პარტიის მოქმედი წევრები, მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. მე ასე მესმის – თუ ადამიანი ომობს, მინდა, მივმართო მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია. ეს არის ფაქტი. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მრწამსით წავიდნენ, მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















