ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს "დვიჟოკები", რაც არის ტყუილი - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 20:23 | 08.12.2022 ნანახია: 501
ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს "დვიჟოკები", რაც არის ტყუილი, - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
"რაც შეეხება გენერატორებს. საზოგადოების წინაშე ამას წარმოაჩენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა "დვიჟოკების" გაგზავნაო. ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე. მაგალითად, მადრიდის რეალმა, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას და ხალხს გაეცინა, ეგონათ რომ 20 "დვიჟოკი" გადასცეს. სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რომელიც საქართველოში არც არის. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ უკრაინას გენერატორების ყიდვაში და ჰუმანიტარული კუთხით იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა. ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს "დვიჟოკები", რაც არის ტყუილი. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია, სადმე, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ პრობლემა არ გვქონია და პირიქით, ძალიან ხელგაშლილებიც ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს "დვიჟოკების" გაგზავნას."- თქვა კობახიძემ.
6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ 1 თვის წინ საქართველოს მთავრობას გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















