ღარიბაშვილის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს - ბადრი ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 19:52 | 12.12.2022 ნანახია: 522
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.
ღარიბაშვილმა ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ე.წ. ინვესტორები უწოდა და თქვა, რომ მათ 3 მილიონი აქვთ დახარჯული.
"მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი, გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან. სინამდვილეში, ანაკლიაში იქნა ინვესტირებული $75 მლნ, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული. ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში. თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერმინისტრს და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას. ეს არის ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75.
მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, არის თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება. სინამდვილეში, ეს არის $40 მილიონის ინვესტირება, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში უკვე რამდენიმე წელია და დევს იქ. ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ შემქნილი იმის გამო, რომ არის გაპარტახებული იქაურობა და არის სრული განუკითხაობა, არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით. მათ 3 წლის წინ ჩამოართვეს ინვესტორს $75 მილიონი".
ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება.
"ღარიბაშვილის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს, ყველა ტყუილს. ის ინვესტირება, რომელზეც ის საუბრობს, ეს არის დაახლოებით 200-დან 250 მილიონამდე დოლარის ინვესტირება, რაც ბიუჯეტში არ არის. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი. ამიტომ, რა თქმა უნდა ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება და პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















