პრეზიდენტ პუტინსა და ომში მონაწილე სხვა პირებს პასუხისგებაში მივცემთ - დიდი შვიდეულის ლიდერები
საქართველო, თბილისი - 12:37 | 13.12.2022 ნანახია: 541
დიდი შვიდეულის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი უკრაინას დახმარებას აღუთქვამენ. მათი თქმით, ვლადიმერ პუტინი და ომზე პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის თანახმად, პასუხისგებაში მიეცემიან.
“ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ, წყალმომარაგების ობიექტებსა და უკრაინის ქალაქებზე.
თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს.
ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში.
დავეხმარებით უკრაინას ზამთრისთვის მომზადებში, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მხრივ საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელიც გაიმართება პარიზში 13 დეკემბერს.
გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რუსეთმა საბოლოოდ გადაიხადოს სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფასი. არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტ პუტინს და სხვა ომში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მივცემთ.
ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგებს მოჰყვება”, - წერია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















