მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში - იაგო ხვიჩია
საქართველო, თბილისი - 12:58 | 13.12.2022 ნანახია: 460
თავიდანვე ვამბობდი, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს. იქიდან გამომდინარე, რომ 12-პუნქტიანი გეგმა აგებული იყო კონსენსუსზე და ყველა მოგვიწოდებდა, რომ თქვენ ეს პუნქტები კონსენსუსის შედეგად უნდა შეასრულოთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში და ევროპარლამენტის დოკუმენტში „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ რაღაც ტიპის დათმობები წერია.
„სახალხო დამცველთან შეთანხმების პროცესი ამიტომ იწელება, რომ ფიზიკურად უხერხული გამოდის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს რაღაცაზე შეთანხმდნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში და რაღაც თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ რაღაც ტიპის დათმობები წერია ევროპარლამენტის დოკუმენტში. ეს ვიდრე არ დაიდება, მხოლოდ ჯანდაცვის არგუმენტით ლაპარაკი, მიუხედავად დიდი პატივისცემის ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ არგუმენტით ლაპარაკობს, არ მგონია საკმარისი ამ პროცესის წარმატებით დასაძლევად.
პირველ რიგში, ჯერ მართლა უნდა გვინდოდეს ევროინტეგრაცია და ეს თუ გვინდა, მერე უნდა ვიქცეოდეთ შედარებით ევროპულად. სულ მცირე, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















