აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება
საქართველო, თბილისი - 08:58 | 14.12.2022 ნანახია: 474
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება.
გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში უნდა მოხდეს, წერს CNN-ი მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით.
პენტაგონის ეს გეგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს. CNN-ის წყაროების ცნობით, მოელიან, რომ გეგმა დამტკიცდება.
ჯერჯერობით უცნობია, Patriot-ის რამდენ ერთეულს გადასცემენ უკრაინას.
როგორც BBC წერს, შორი მანძილის გარდა Patriot-ის მთავარ ღირსებას წარმოადგენს მისი შესაძლებლობა, ებრძოლოს ბალისტიკურ რაკეტებს. უკრაინის საჰაერო თავდაცვას ამჟამად არ აქვს საბრძოლო საშუალებები ისეთი რაკეტების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი იყენებს.
ფრთოსანი რაკეტებისგან განსხვავებით, რომელიც მიზნისკენ თვითმფრინავივით მიქრის, ბალისტიკური რაკეტები მაღლა მიფრინავს, შემდეგ კი მაღალი სიჩქარით სამიზნეს ანადგურებს. ასეთი სამიზნის განადგურება ძალიან რთულია. როგორც უკრაინელი სამხედროები და ექსპერტები ამბობენ, რუსული „ისკანდერებისგან“ დაცვა არ შეუძლია დასავლეთის სისტემებს IRIS-T-სა და NASAMS-ს.
ბოლო პერიოდში რუსეთი არც თუ ხშირად იყენებს ამ საშუალებებს, ისე, როგორც ომის დასაწყისში იყენებდა, მაგრამ იმ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომელიც საერთაშორისო მედიაში ნოემბრის ბოლოს გავრცელდა, მოსკოვი ცდილობს ბალისტიკური რაკეტები თეირანისგან იყიდოს, ამასთან, შესაძლოა, საუბარი იყოს ასობით რაკეტაზე.
თუ რუსეთის არმიას აღნიშნული შეიარაღება ექნება, შეძლებს ახალი ძალით და გაცილებით ეფექტურად მიაყენოს დარტყმები უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას.
საერთაშორისო საზოგადოება უკვე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ირანზე, რადგან ასეთმა სამხედრო-ტექნიკურმა თანამშრომლობამ, შესაძლოა, გააძლიეროს არამხოლოდ მოსკოვი, არამედ თეირანიც, რაც ბევრ ქვეყანას ძალიან აღელვებს.
BBC აღნიშნავს, რომ ვინაიდან დიპლომატია უძლურია და უკრაინის საჰაერო თავდაცვა ახალი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საშუალებებს ეძებს, Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ამ საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომლის დახმარებითაც უკრაინის თავდაცვა მტრის თავდასხმებს ეფექტურად უპასუხებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















