უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა გაიზარდა - RSF
საქართველო, თბილისი - 11:08 | 14.12.2022 ნანახია: 718
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა ორწლიანი კლების ტენდენციის შემდეგ ისევ გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშში, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა. 2022 წელს, მსოფლიოს მედიასაშუალებების 57 თანამშრომელი დაიღუპა, რაც თითქმის 19 პროცენტით მეტია შარშანდელ მონაცემებზე.
ანგარიშის ავტორები აღნიშნულს უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირებენ. მათი თქმით, უკრაინა მსოფლიოში მეორე სახიფათო ქვეყანა გახდა ჟურნალისტებისათვის. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უკრაინაში 2022 წელს რვა ჟურნალისტი დაიღუპა.
მათ შორის არის უკრაინელი ფოტორეპორტიორი მაქსიმ ლევინი, რომელიც ორგანიზაციის მონაცემებით, 13 მარტს რუსმა სამხედროებმა მოკლეს, ასევე ფრანგი რეპორტიორი ფრედერიკ ლეკლარკ-იმჰოფი, რომელიც აღმოსავლეთ უკარიანაში გადაღებების დროს ჭურვის ნამსხვრევებს ემსხვერპლა.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს მედიასაშუალებების სულ მცირე 65 თანამშრომელი გაიტაცეს. კერძოდ, უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ჟურნალისტი დმიტრო ჰილიუკი ბოლოს 4 მარტს, კიევის ოლქის სოფელ დიმერში ნახეს, რომელიც იმ დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ჰილიუკის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ცნობით, ჰილიუკი რუსეთშია გადაყვანილი.
ამასთან, მთელ მსოფლიოში, 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, ციხეებში უპრეცენდენტო რაოდენობა - სულ მცირე 533 ჟურნალისტი იმყოფება. მათი უმეტესობა ჩინეთის, მიანმარის, ირანის, ვიეტნამისა და ბელარუსის საპატიმროებშია. მხოლოდ ჩინეთში საპყრობილეებში სასჯელს იხდის მედიასაშუალებების 110 წარმომადგენელი, ირანში - საყოველთაო საპროტესტო გამოსვლების ფონზე 47 ჟურნალისტი.
ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში 18 ჟურნალისტია დაპატიმრებული, მათ შორის რვა დაკავებულია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გართულდა. „ქვეყნაში დარჩენილი მედიასაშუალებების თანამშრომელთა უმეტესობა, დრაკონული სასჯელის გამო, იძულებულია ფარულად იმუშაოს. რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციების“ გავრცელებისთვის მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















