მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრისთვის გადაიდო
საქართველო, თბილისი - 12:34 | 14.12.2022 ნანახია: 583
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. არევაძემ აღნიშნა, რომ 21 დეკემბერს პროცესს "შეგნებულად არ ნიშნავს".
დღევანდელ სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება 1 თვით ითხოვა.
სასამართლოში სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა თქვა, რომ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია მიიღეს, რომლის გასაცნობადაც "გონივრული ვადა" სჭირდებათ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის წინაშე შუამდგომლობა დააყენა, გამოსცეს განჩინება, რომ პენიტენციურიდან დაცვის მხარემ მიიღოს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. მათ შორის ის კადრებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვისა და წაქცევის ეპიზოდებია ასახული. ადვოკატი ითხოვს კადრებს სასჯელაღსრულების მე-12 და მე-18 დაწესებულებიდან, ასევე გორის ჰოსპიტალიდან და ვივა მედიდან.
მოსამართლემ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის შესაბამის სამსახურს დაავალა, დაცვის მხარეს გადასცეს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უწყებაში ინახება მისი დაპატიმრების დღიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, დღეს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც არ ჩართეს - "პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა" - წაიკითხა მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















