სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეში დამნაშვედ ცნო
საქართველო, თბილისი - 14:13 | 20.12.2022 ნანახია: 49757
ლოს ანჯელესში ნაფიცმა მსაჯულებმა 70 წლის კონოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეში დამნაშვედ ცნეს. მას 24 წლით პატიმრობა ემუქრება. იუწყება Reuters.
ნაფიცმა მსაჯულებმა კინოპროდიუსერი დამნაშავედ აღიარეს სექსუალური ძალადობის ორ ეპიზოდში, რომელიც მან 2013 წელს რუსი წარმოშობის, ყოფილი მოდელის {ვინაობა არ სახელდება} წინააღმდეგ ჩაიდინა.
„ჰარვი ვაინშტაინმა სამუდაომოდ გაანადგურა ჩემი ნაწილი 2013 წლის იმ ღამეს. სისხლის სამართლის საქმის პროცესი სასტიკი იყო, ვაინშტაინის ადვოკატებმა ჯოჯოხეთი მომიწყვეს, მაგრამ ვიცოდი, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა, რაც გავაკეთე კიდეც. ვიმედოვნებ, რომ ვიანშტაინი ვერასდროს ნახავს სამყაროს თავისი ციხის საკნის მიღმა“, - განაცხადა დაზარალებულმა.
ლოს ანჯელესის სასამართლო სულ განიხილავდა ოთხ ბრალდებას, რომელიც ვაინშტაინს ოთხმა ქალმა წაუყენა. ნაფიცი მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ კალიფორნიის გუბერნატორის ცოლის ჯენიფერ სიბელ ნიუსისა და მსახიობ ლორენ იანგის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.
ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური სახის ძალადობაში პირველად 2017 წელს დაადანაშაულეს. მის წინააღმდეგ სულ 99 ქალი გამოვიდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები - უმა თურმანი, ანჯელინა ჯოლი, სალმა ჰაიეკი და გვინეთ პელტროუ.
2020 წლის თებერვალში ნიუ იორკის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს ხუთიდან ორ ეპიზოდში, იმავე წლის მარტში კინოპროდიუსერს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















