ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე, ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ - ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 13:26 | 06.01.2023 ნანახია: 904
უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდნენ ქოცმთავრობის ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებზე, ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ! ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე! - ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაიკლ მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს საქართველოს მოქმედ მთავრობასთან დასავლეთის დამოკიდებულების ახალი ეტაპია.
„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან.
მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია დასავლეთის ქოც მთავრობასთან დამოკიდებულების.
დიდხანს, უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდნენ ქოც მთავრობის ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ!
ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე!
ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ!
თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება, აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა!
ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“, – წერს გიორგი ვაშაძე.
The Washington Post-ში გამოქვეყნდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას და რომ ეს იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა. მისივე აზრით, ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















