არ ვაპირებ, ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ - ანა წითლიძე
საქართველო, თბილისი - 18:52 | 21.01.2023 ნანახია: 514
შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო, რადგან რაც ახლა ხდება ჩემი პარტიის ირგვლივ, არის ის, რასაც არ ვისურვებდი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს რადგან ზუგდიდის ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ნიკა მელიას, ზუგდიდის პარტიის მეორე ნაწილმა კი, ვინც ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ბრიფინგითვე უპასუხა, მე კი არც ერთზე არ ვიყავი, ბევრს კითხვები გაუჩინა და ჩემი პოზიციით დაინტერესდა. ამიტომ მნიშვნელოვნად ვთვლი განმარტებას და ამაზე მეტს არ ვისაუბრებ.
ზუგდიდის პარტია დიდია და რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი აქაც არსებობს. პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტი, ვის ნაკლები, ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ, მე არც ერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს, ვის უნდა მისცენ ხმა. ამას ნებისმიერი დამიდასტურებს.
ვთვლი, რომ არჩევანში ყველამ საკუთარი სინდისისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს სამეგრელოდან, არ მაქვს უფლება, ვისაუბრო რომელიმე მათგანის სახელით. მე ხელი უნდა შევუწყო ყველას, რომ საარჩევნო მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მე ვარ და ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატის მხარდამჭერისთვის, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ. სამართლიანი მე ეს მგონია, მაგრამ მე არ ვაპირებ, ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მხარეს არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. წარმოუდგენლად მტკივნეულია და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის ლანძღვა, მელიას ღალატში, ან მეორე მხარის ღალატში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება. ამით საერთო საქმე კნინდება.
მე არ ვეთანხმებოდი ამ ყველაფრის ასე დაწყებას, არც დროში, არც ფორმაში, მაგრამ ასევე არ ვეთანხმები იმას, რა სახეც შემდეგ კამპანიამ მიიღო.
ჩემი შიმშილობის დასრულების დღეს მე ვისაუბრე და ვისურვე სიძულვილის, ბოღმის, ზიზღის დასრულება ამ ქვეყანაში. საპირისპიროში ჩემი პარტიის შიგნით მონაწილეობას მე არ მივიღებ. არც ერთი მათგანი, არც ერთი მხრიდან არ მგონია მოღალატე, ყველას წვლილს ვაფასებ, ყველას უარყოფითიც ვიცი. ამაზე უფრო მეტს „ქოცების“ გულის გასახარად საჯაროდ არ ვილაპარაკებ. ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ამ პარტიაში მოვედი 2012 წელს, ციხეში ზის და სიკვდილს ებრძვის.
ამ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს და ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთად გავაგრძელოთ. ამ წესს ვინც დაარღვევს, ჩემთვის ეგ იქნება მიუღებელი. როგორიც არ უნდა იყოს მოცემულობა, ამ არჩევნებიდან პარტია გამოვა გაძლიერებული. მე ძალიან ბევრს დავდივარ სამეგრელოში. ველაპარაკები ხალხს. ხალხს რაც სჭირდება, არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და ერთიანი ბრძოლა რუსული ოცნების წინააღმდეგ მიშას და ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად“, – წერს ანი წითლიძე.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















