რუსების შემოდინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ - ანდრეი კასიანოვი
საქართველო, თბილისი - 15:44 | 24.01.2023 ნანახია: 490
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კასიანოვმა უკრაინულ მედიასთნ ინტერვიუში განაცხადა.
„პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების რეალური ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა გადახედონ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების შესაძლებლობას “, - განაცხადა კასიანოვმა.
„თუმცა ხაზს ვუსვამ: მათი სიცოცხლისა და უაფრთხოებისთვის რეალური საფრთხის შემთხვევაში. გულზე ხელდაკრეფილები ჯდომას არ ვაპირებთ. ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ მათ დაცვასა და უსაფრთხოებას. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა დიპლომატმა.
კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე რუსეთის მოქალაქეების ანომალიურ ნაკადთან დაკავშირებით, საელჩო დაეხმარება უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნდნენ.
„ამჟამად, ჩვენ განვიხილავთ სპეციალური საევაკუაციო მარშრუტების ორგანიზების შესაძლებლობას მათთვის, ვინც მეტად მოწყვლადია, ვისაც დანამდვილებით არ აქვს დაბრუნებისთვის საჭირო სახსრები. ამასთან, ჩვენ განვიხილავთ სახმელეთო ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურს“, - აღნიშნა კასიანოვმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















