რუსულ რბილ ძალას პროვოცირების მიზნებით შიდა პოლარიზაციის 50-ზე მეტი ბლოკი აქვს შემოგდებული - კონსტანტინე გამსახურდია
საქართველო, თბილისი - 15:38 | 25.01.2023 ნანახია: 417
"არც ნიკოლოზ ბარათაშვილს, არც ალექსანდრე ბატონიშვილს, (ყველაზე დიდ ანტირუსს) არც ილიას, არც ვაჟას, არც ყაზბეგს, არც ივანე ჯავახიშვილს მეფე ერეკლე მეორეზე არ გამოუყენებია სიტყვა "მოღალატე" და "ქვეყნის ჩამბარებელი". მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნდათ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია. სასაცილოა თვლიდე, რომ ესენი ვერ მიხვდნენ და შენ მიხვდი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია წერს.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, გასათვალისწინებელია, რომ რუსულ რბილ ძალას პროვოცირების მიზნებით შიდა პოლარიზაციის 50-ზე მეტი ბლოკი აქვს შემოგდებული.
"ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს.
1. რუსეთის იმპერია თავის ცარისტულ, ბოლშევიკურ და პოსტკომუნისტურ ფორმაში არის ბოროტება და საფრთხე. მსოფლიო მშვიდობას და სამართლიან წესრიგს მისი დემონტაჟი და ძირეული რეფორმირება ესაჭიროება.
2. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო შეცდომა ქართული დიპლომატიისა, რომელმაც ვერ გათვალა რუსული აღმოსავლური პოლიტიკური თამაშების ეგოცენტრული დინამიკა. რუსეთის იმპერიის ბუნება პროტექტორატს ვერ იგუებდა, თან ეს პროექტები საიმპერატორო კარზე კონკრეტულ პირთან იყო კავშირში, რომელთან ერთადაც მათ "ჩაილურის წყალი დალიეს". ამიტომ ტრაქტატი რამოდენიმე წელიწადში დაირღვა და მისი განახლება ერეკლეს არც უფიქრია. ის, რაც გიორგი "ზაქიჭამიამ" დადო, იყო გაცილებით ცუდი და ამაზრზენი, მაგრამ ერეკლე მისი ვაჟის გამო პასუხისმგებელი ვერ იქნება.
3. ერეკლეს დროს აღმოსავლეთ საქართველო ირანული გადმოსახედიდან, ასევე ოსმალეთის და სხვათა მიერ (მათ შორის ევროპული პერსპექტივითაც) მოიაზრებოდა, როგორც ირანის ნაწილი. ერეკლე საგარეო პოლიტიკას "ცენტრს" იმიტომ არ უთანხმებდა, რომ თავად ირანი იყო შიდაომებში ჩაძირული და ურჩი განაპირა მმართველებისთვის არ ეცალა. ხოლო ნადირ-შაჰის დროს ქართლ-კახეთის ეს მეფე ფუნქციონირებდა, როგორც ირანელი მაღალჩინოსანი. ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველო ირანს აქამდე 150 წლის წინ ვიღაცამ "ჩააბარა?" ან დასავლეთ საქართველო ოსმალეთს?
4. ერეკლეს საგარეო პოლიტიკა 1783 წლამდე ევროპაზე ორიენტირებული იყო. მან ორი ელჩობა გაგზავნა ევროპაში, რომლებიც ჩავარდა რაღაც საქართველოზე დამოუკიდებელ მიზეზთა გამო. ერეკლესეული ქვეყნის შიდა რეფორმებიც სრულიად ევროპული იყო.
5. რუსეთის იმპერიამ გიორგი მეცამეტის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დაიკავა და შეუდგა მის ანექსიას ყოველგვარი ხელშეკრულებების უსარგებლო ქაღალდად გამოცხადების და სანაგვეზე მოსროლის გზით. ქვეყანა არავის არ "ჩაუბარებია". რუსეთმა ის უბრალოდ დაიპყრო, მორჩა და გათავდა.
5. მთელი კატეგორიულობით ვიტყვი: არც ნიკოლოზ ბარათაშვილს, არც ალექსანდრე ბატონიშვილს, (ყველაზე დიდ ანტირუსს) არც ილიას, არც ვაჟას, არც ყაზბეგს, არც ივანე ჯავახიშვილს მეფე ერეკლე მეორეზე არ გამოუყენებია სიტყვა "მოღალატე" და "ქვეყნის ჩამბარებელი". მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნდათ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია. სასაცილოა თვლიდე, რომ ესენი ვერ მიხვდნენ და შენ მიხვდი.
6. არ მოვიწონებ არავის ბულინგს, გინდაც გარკვეულ საკითხში მართალი არ იყოს და ცდებოდეს. მე თავად ვარ დაუსრულებელი ბულინგის მსხვერპლი, (ამ თემებს არ ეხება, სხვა განყოფილებაა) რის გამოც მალე ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს.
7. გაითვალისწინეთ, რომ რუსულ რბილ ძალას პროვოცირების მიზნებით შიდა პოლარიზაციის 50-ზე მეტი ბლოკი აქვს შემოგდებული, რათა ადამიანებმა, არ შეთანხმდებიან რა არაფერზე, ამოუწურავი ბოღმა და მძულვარება ანთხიონ, როგორც სამოქალაქო ომის მუხტი“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ზე.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















