მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს - გიორგი სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:50 | 06.02.2023 ნანახია: 625
მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.
გიორგი სააკაშვილის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, ამ დიაგნოზების მქონე ადამიანი უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.
"მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს. ჩვენ მოვისმინეთ დღეს, რომ პოლონეთის მთავრობა მზად არის, გამოუშვას თვითმფრინავი და მიშას გვერდზე დაუდგეს. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ უნდა მივცეთ მას სიცოცხლის უფლება. მე კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, მივმართო მოსამართლე გიორგი არევაძეს, გააკეთეთ სწორი არჩევანი, თქვენ აქამდეც შეგეძლოთ. ამერიკელი ექსპერტების იმდენი დასკვნა არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე.
არ გავჩერდებით, ბრძოლა გრძელდება. დღეს ყველანაირ პასუხს ველოდები. დაჩქარებულ რეჟიმში მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა დაჩქარებული წესით განიხილონ მიშა სააკაშვილის მდგომარეობა. ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა, რომ იგი გადარჩეს. ჯერ დაველოდოთ გადაწყვეტილებას, წინასწარ რთულია ლაპარაკი. ჩვენც მძიმე მდგომარეობასა და სტრესში ვიმყოფებით. ნებისმიერ ქვეყანაში, ამ დიაგნოზების მქონე ადამიანი უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა. 17:00 საათზე მივმართავთ ყველა ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს ვისთვისაც მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი, წინსვლა, ვიანიდან ჩვენ უნდა შევდგეთ სრულფასოვან ქვეყნად. მინდა მჯეროდეს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















