ახლა ყველა ქუჩაში უნდა იყოს მშვიდობიანი ფრონტი, რომელიც შეაჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის დასავლური ცივილიზაციის ხმა - ეკა ხერხეულიძე
საქართველო, თბილისი - 10:48 | 07.02.2023 ნანახია: 479
ახლა ყველა ქუჩაში უნდა იყოს მშვიდობიანი ფრონტი, რომელიც შეაჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის დასავლური ცივილიზაციის ხმა, რომელიც მომწყვდეულია კედელთან და თავს ურტყამს ბნელ კედელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებსა და ნიკა მელიას შორის არსებობდა თანხვედრა პარლამენტში შესვლაზე, თავად კი ამის წინააღმდეგი იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა დასავლელი პარტნიორი მოგვიწოდებდა, პარლამენტში შესულიყო ოპოზიცია და ემუშავა ხელისუფლებასთან, ამაში იყო სწორედ ნიკა მელიას თანხვედრა ევროპელ კოლეგებთან, რასაც მე და აკო მინაშვილი ვეწინააღმდეგებოდით. ასევე, შემიძლია, გითხრათ – გია ბარამიძეც, ნუგზარ წიკლაური, მაიკო ჯავახიშვილი, ხათუნა ოჩიაური, მაგრამ მე გეუბნებით მანდატის მქონე დეპუტატებს, რომლებიც წინააღმდეგნი ვიყავით. მე მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა. არ ვიცი, არავისზე ჭკვიანი ვარ-თქო, არ გეუბნებით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე დადგებოდა და არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ცხოვრება არის დემოკრატიული მუშაობისა და დემოკრატიული თანაცხოვრების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, მაგრამ პარტნიორობა მართლა ორმხრივია. არ შეიძლება, ცალმხრივი დამოკიდებულება არსებობდეს. წარმოუდგენელი იყო იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ჰქონდა მიტაცებული რეჟიმს, იქ თანაცხოვრება ყოფილიყო ორივეს მხრიდან თანაბარი, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, გაამწვავა ვითარება, დაგვერქვა სახელები, რომ შევვარდით პარლამენტში, იმ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგი ვიყავით. ახლა ვხედავთ სურათს, რომ თურმე ჩვენ არ ვართ გამოსვლის მომხრეები. არ არის, ბატონებო, ასე, სინდისი ხომ არსებობს. ყველაფერს თავისი ოქმი აქვს, ყველაფერს თავის პოზიცია აქვს და თუ შეიძლება, ამას გადახედონ ადამიანებმა და იმსჯელონ ამის მიხედვით. ახლა ბოიკოტის დრო არ არის, ამის თქმა მინდა. ახლა ყველა ქუჩაში უნდა იყოს ფრონტი, მშვიდობიანი ფრონტი, რომელიც შეაჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის დასავლური ცივილიზაციის ხმა, რომელიც მომწყვდეულია კედელთან და თავს ურტყამს ბნელ კედელს. მხოლოდ და მხოლოდ ამან შეიძლება გამოაფხიზლოს, შეაჯანჯღაროს ქართველი ხალხის მრავალრიცხოვნებამ ქუჩაში და არცერთ შემთხვევაში სხვა რამემ“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















