სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან რომ არ მოიხსნას, თურმე მილიონობით დოლარი იხარჯება - მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 18:14 | 08.02.2023 ნანახია: 508
სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან რომ არ მოიხსნას, თურმე მილიონობით დოლარი იხარჯება, რომელიც თავიდან იყო საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ლარი და გადახურდავდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიე გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.
„სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან რომ არ მოიხსნას, თურმე მილიონობით დოლარი იხარჯება. მილიონობით დოლარი, რომელიც გადახურდავდა, თავიდან იყო ლარი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული. გიული ალასანიას დღევანდელი განცხადება ყველაფერზე მოწმობდა. მისი გაღიზიანებაც ყველაფერზე მოწმობდა, ისეთი თემა ამოუვარდათ, რომელსაც არაფრით ისურვებდნენ. არც ფულის გადახდას იმ კომპანიაში, რომლითაც სიმულაცია და ავადმყოფობა პიარდება. მსოფლიოში ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას და სიმულაციას პიარი, ლობისტები დასჭირდა. მათ პასუხი აქვთ გასაცემი მთავარ კითხვაზე, საიდან ამხელა თანხები კონკრეტული ადამიანის ხელში, რომელსაც ეს დეკლარირებული არსად აქვს. მილიონი დოლარი პიჯაკების თანხაა? ცხრა მილიონის მოპარვას პიჯაკების საქმედ რომ ნათლავდნენ, ეს პიარი ხომ წყალში ეყრებათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















