კონცეპტუალური პროექტი ვაკეში - საქართველოს ბანკისა და კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება
საქართველო, თბილისი - 10:42 | 28.02.2023 ნანახია: 1557
ქალაქის ცენტრალურ უბანში, მშვიდ გარემოში მოქცეული საცხოვრებელი, რომელიც მთაწმინდის ტყე-პარკსა და ძველ ვერას გადაჰყურებს - საქართველოს ბანკისა და კომპანია „შიფტის“ პარტნიორობით შექმნილი კონცეპტუალური პროექტია, რომელიც მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებულ ბინებს სთავაზობს.
გამორჩეული არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი პროექტის ჯამური ღირებულება 850 000 აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.
„ჩვენი პარტნიორობით ქალაქს ახალი, ექვსსართულიანი, მონოლითური შენობა შეემატება, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით და დიზაინით გამოირჩევა. პროექტს უნიკალურს ხდის მასში გათვალისწინებული დეტალები: ბინები ორხრივი და ბუნებრივი განათებით, ოთახები მინა-აგურის კედლებით და ვინტაჟური ფანჯრებით, ასევე მაღალი ჭერით, ინდივიდუალური ეზოებითა და ფართე ვერანდებით, რომელიც სიმწვანეშია სრულად მოქცეული“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე.
პროექტის მიხედვით, შენობა აღჭურვილი იქნება ჭკვიანი სახლის ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც სახლი მესაკუთრის ამოცნობას შეძლებს. მეპატრონეს კი ქსელში დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით, სრული კონტროლი ექნება, რათა დისტანციურად მართოს ჭკვიანი საცხოვრებელი და საერთო სივრცე.
კორპუსი მოიცავს, როგორც ავტოსადგომს, ასევე გამწვანებულ შიდა ეზოსა და ზამთრის ბაღს. შენობის კედლები უზრუნველყოფს ხმის და თბოიზოლაციის მაღალ დონეს. გამომდინარე იქედან, რომ შენობა სრულად მონოლითურია, სხვა კონსტრუქციებთან შედარებით, ის სეისმურად მდგრადია და გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა.
პროექტს ისიც გამოარჩევს, რომ ბინის შეძენის პროცესში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტით - „გარანტირებული შენაძენით“. პროექტი დეველოპერებისგან ბინის ყიდვის შემთხვევაში, მყიდველს უძრავი ქონების დაზღვევით უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე მიზეზით პროექტი დროულად ვერ დასრულდა, მომხმარებელს ბანკი ზარალს სრულად აუნაზღაურებს.
„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. სწორედ, ამიტომ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი - „გარანტირებული შენაძენი“, რომელიც ფიზიკური პირის მიერ დეველოპერებთან შეძენის ახლებურად დანახული პროცესია. ეს ერთი მხრივ, ბინის შეძენის მსურველს და მეორე მხრივ, დეველოპერულ კომპანიას უგვარებს უნდობლობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკს. ამით პროექტის მიმართ, მომხმარებლის მხრიდან იზრდება, როგორც სანდოობა, ასევე დეველოპერულ კომპანიებს ეძლევათ გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობა.
„შიფტი“ საიმედო და გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ფუნქციურ, კონცეპტუალურ და ესთეტიკურ საცხოვრებელ კორპუსს ქმნის. მათთან თანამშრომლობით კი გვინდა მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ გამორჩეული და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე შევქნათ, არამედ შევთავაზოთ მათ მეტი სანდოობა და კომფორტი“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
საქართველოს ბანკის „გარანტირებული შენაძენის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://m.bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/insurance
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















