ხერსონის ოლქში რუსეთის ძალების თავდასხმას ქალი და ორი ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:31 | 05.03.2023
ნანახია: 877

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სოფელ პოლიატოვკაზე. მტრის ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიღუპა ქალი და ორი ბავშვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე