რუსეთის მოქალაქეები თავისუფალნი არიან გადაადგილებაში, მაგრამ უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ - პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
საქართველო, თბილისი - 17:20 | 10.03.2023 ნანახია: 971
რუსეთის მოქალაქეები თავისუფალნი არიან გადაადგილებაში და ბედნიერის ძებნა მათ არ უშლით ხელს იყვნენ იქ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ წვავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, საქართველოდან რუსების გასვლის შესახებ, რის გამოც საცობებია შექმნილი.
„არ ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ტენდენციაა და არ უნდა გავაზვიადოთ, რომ ადამიანების დიდი რაოდენობაა. მაგრამ ასეთი მოქალაქეები არიან. დიახ, ისინი თავისუფალნი არიან თავიანთ გადაადგილებაში. ისინი ყოველთვს რაღაც საუკეთესოს ეძებენ ისე, ვერ ხვდები, რომ ყველაზე კარგი, ალბათ სამშობლოა. მაგრამ ამავე დროს, მათ არავინ უშლის ხელს ბედნიერება სხვაგან ეძებონ, უკეთესია, რა თქმა უნდა, ეძებონ ბედნიერება იქ, სადაც არ არის ასეთი სახალხო მღელვარება და სადაც არ წვავენ შენი სამშობლოს დროშებს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, რომ რუსები საქართველოს ტოვებენ.
ამასთან, მისი თქმით, გარე ძალები ცდილობენ ანტირუსული ელემენტები შეიტანონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელი, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს უხილავი ხელია, ის ხილულია. ჩვენ ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ხალხს, ის ხომ საქართველოდან არ მიმართავს ქართველებს, არამედ ამერიკიდან. ვიღაცის ხილული ხელი გულმოდგინედ ცდილობს შეიტანოს ანტირუსული ელემენტები“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი აზრით, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევაზე პროვოკაციულია და მოსკოვი დიდი შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ უცხოეთის აგენეტების შესახებ კანონს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან.
„რუსეთი აქ არაფერშუაშია, არც არსით არც ფორმით. ჩვენ არ ვერევით საქართევლოს შიდა საქმეებში“, - განაცხადა პესკოვმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















