საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად მეწარმე ქალთა მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 11:25 | 13.03.2023 ნანახია: 909
საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მეოთხე ნაკადზე მოხვედრას 25 მეწარმე ქალი შეძლებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.
პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
„პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. რაც შეეხება, საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლს, ის 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ. პროგრამა მეწარმეებს შესთავაზებს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდებიან სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
„პროგრამა მეწარმე ქალებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სრულყოფილი მხარდაჭერის ციკლი მათი ბიზნესის განვითარებისთვის. საგანმანათლებლო კომპონენტი მოიცავს სპეციალურად შექმნილ ონლაინ კურსებს და პირისპირ სწავლების ინტენსიურ 5-დღიან შეხვედრებს. მენტორებთან დამატებითი ონლაინ სესიები კი, მეწარმე ქალებს ეხმარება მათთვის სპეციფიკური საჭიროებების გადაჭრაში. პროგრამის პრაქტიკულ ეტაპზე, მეწარმეები მონაწილეობას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო კონკურსში და დამატებით აქტივობებში, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროფესიული წრის განვითარება არის პროგრამის განუყოფელი ნაწილი, რადგან ვთვლით, რომ გამოცდილების გაზიარება ბიზნესის წარმატების საწინდარია“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.
პროგრამაზე მიღება დაწყებულია და რეგისტაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ.
ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















