„თეგეტა მოტორსი“ თანამედროვე დანადგარების გაყიდვებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
საქართველო, თბილისი - 16:31 | 13.03.2023 ნანახია: 1511
ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე, ინოვაციური დანადგარები და სასაწყობე მოწყობილობებია. მათ რეალიზაციას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში „თეგეტა მოტორსი“ ახდენს. პრემიუმ ბრენდების გაყიდვების გარდა, კომპანიის გამოცდილი გუნდი დანადგარების ტექნიკურ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.
სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობა და პროცესების გამართული მუშაობაა. საჭიროების მიხედვით, მათ სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ამწეებს, სადიაგნოსტიკო აპარატებს, ავტომობილის გასაჭიმ რობოტებსა და სხვა თანამედროვე დანადგარებს ვაწვდით. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სასაწყობე მეურნეობის სრულად აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარს. გვაქვს ხელის, პნევმატიკური, ელექტრო და სპეციალური DIY ინსტრუმენტები, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო. რაც ყველაზე მთავარია, საგარანტიო პერიოდში მომხმარებელს სრულიად უფასოდ ვემსახურებით და შესაბამისად, სათადარიგო დეტალსაც უსასყიდლოდ ვაწვდით. საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით ვეხმარებით ნებისმიერი დეტალის შეკვეთა-ჩამოტანასა და მონტაჟში“.
„თეგეტა მოტორსის“ მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხი, პროდუქციის მუდმივი მარაგი და ადგილზე მიწოდების მოკლე პერიოდია. ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის, ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. მათ ტრენინგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პრემიუმ ბრენდების წარმომადგენლობებში აქვთ გავლილი.
სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „ჩვენი მთავარი უპირატესობა დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე. განხორციელებული გვაქვს ასობით წარმატებული პროექტი, გვყავს გაყიდვების გამოცდილი ჯგუფი და ასევე გვყვანან საიმედო უცხოელი პარტნიორები. ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მომხმარებელს ვეხმარებით სერვისის დაგეგმვაში, სრულად აღჭურვაში და ვმუშაობთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით“.
„თეგეტა მოტორსის“ დანადგარების კატალოგში პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი: Hofmann; Hunter; Teco; Texa; Atek Makina; Launch; Toptul; Milwaukee; Xilin; Podem; IPC; Temesist; Altasjenerator და სხვა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საცალო, ისე საბითუმო და კორპორაციულ სეგმენტში. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური შეკვეთების სერვისით და ნებისმიერი დანადგარის ჩამოტანას აშშ-დან, ევროპიდან თუ აზიიდან კომპანია მოკლე დროში უზრუნველყოფს.
სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „სასაწყობე მიმართულებით წარმოვადგენთ ისეთ პრემიუმ ბრენდს, როგორიც არის Xilin. ის 1985 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მექანიკურ და ელექტრო სასაწყობე მოწყობილობებს და რეალიზაციას ახდენს 100-ზე მეტ ქვეყანაში. Podem ამწის კონსტრუქციული ელემენტებისა და კვანძების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია, ხოლო MILWAUKEE ელექტროხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში ნომერ პირველი ბრენდია. სწორედ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობა განაპირობებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საავტომობილო ამწეების, ვულკანიზაციის დანადგარების, ავტომობილის გასაჭიმი რობოტებისა და სერვისის სხვა დანადგარების 95% არის „თეგეტა მოტორსის“ მიერ რეალიზებული და დამონტაჟებული. ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება“.
„თეგეტა მოტორსის“ უახლოეს გეგმებში გერმანული ბრენდის, CHRIST-ის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სარეცხი პორტალების გაყიდვების დაწყებაა. სამომავლო გეგმებშია ასევე ელექტროდამტვირთველებისა და სასაწყობე ტექნიკის შოურუმის მოწყობა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე დაათვალიეროს და შეარჩიოს სასურველი პროდუქცია.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















