რუსული გამანადგურებელი სუ-27 შავი ზღვის თავზე ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 21:48 | 14.03.2023
ნანახია: 727

რუსული გამანადგურებელი სუ-27 შავი ზღვის თავზე ამერიკის სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს MQ-9 Reaper-ს დაეჯახა.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ძალების სარდლობის განცხადებაში.

„დღეს ორმა რუსულმა სუ-27 ტიპის თვითმფრინავმა განახორციელა აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო-სათვალთვალო უპილოტო საფრენი აპარატის MQ-9 -ის სახიფათო და არაპროფესიონალური ჩაჭრა, {MQ-9} იმყოფებოდა შავი ზღვის თავზე საერთაშორისო  საჰაერო სივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, დილით, ცენტრალური ევროპის დროით, 7:03 საათზე, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ტიპის თვითმფრინავი დაეჯახა  MQ-9-ის ძრავს, რის შედეგადაც ამერიკის ძალები იძულებული გახდნენ MQ-9 საერთაშორისო წყლებში ჩაეძირათ.

ამერიკული სარდლობა იტყობინება, რომ MQ-9 ასრულებდა რუტინულ ოპარაციას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც მას რუსული თვითმფრინავი დაეჯახა, რასაც კატასტროფა და MQ-9-ს დაკარგვა მოჰყვა.

„ფაქტობრივად, რუსების ამ სახიფათო და არაპროფესინალურმა ქმედებამ ლამის ორივე თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია. აშშ-ისა და ალიანსის თვითმფრინავები გააგრძელებენ მოქმედებებს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. მოვუწდებთ რუსულ მხარეს იმოქმედონ პროფესიონალურად და უსაფრთხოდ“, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა, აშშ-ის საჰაერო ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში ჯეიმს ჰეკერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე