მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 15:17 | 15.03.2023 ნანახია: 761
მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას.
„ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარ კამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ცდილობენ თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი“, - თქვა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და მის გადახვევას არავინ აპორებს.
„ამ დღეების განმავლობაში, იქ იდგნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ რაღაცების, მათ შორის ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელიც ამის დაორგანიზებას ახდენდა. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რაც მთავარია, თუ მათ დაალაგეს საუკუნის აფიორა, რომელშიც ჩართული იყვნენ მათი დატრენინგებული ჯგუფები, მაგრამ გაცილებით მეტი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აპროტესტებდა იმას, რომ შეიძლება, რაღაც რისკი შექმნოდა ქვეყნის კურსს.
ამ ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იმ აფიორაში ჩაყვება „ნაცმოძრაობას“, ვისი ორგანიზებითაც ხდება ეს ყველაფერი. ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული მომავალი. ეს წერია კონსტიტუციაში, ჩვენ მიერ არის შეტანილი და ამის გადახვევას არათუ ვინმე აპირებს, ამის წინააღმდეგ მებრძოლის გამოაშკარავება იქნება ყოველთვის. მათი თვალთმაქცური პიარკამპანიები და საუკუნის აფიორები, საბოლოო ჯამში, დარჩება წარსულს. ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















