დონბასში რუსეთის შეტევა კულმინაციას აღწევს, უკრაინას კი შეუძლია ინიციატივა ხელში აიღოს - ISW
საქართველო, თბილისი - 10:10 | 20.03.2023 ნანახია: 692
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შეტევა დონბასში კულმინაციას აღწევს, უკრაინას კი აქვს შესაძლებლობა ინიციატივა ხელში აიღოს და კონტრშეტევა დაიწყოს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ძალების შეტევითი ოპერაციების ტემპები საომარი მოქმედებების მთელ ტერიტორიაზე ბოლო კვირების განმავლობაში შენელდა, რაც იმას მოწმობს, რომ რუსეთის ძალების გაზაფხულის იერიში დონბასში, შესაძლოა, კულმინაციას მიუახლოვდეს.
ექსპერტები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ჩაატარეს ლოკალური კონტრშეტევა ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით, რუსეთში უკრაინის კონტრშეტევის შესახებ გამწვავებული მსჯელობის ფონზე. ეს მსჯელობები ადასტურებს იმას, რომ „რუსული წყაროები დარწმუნებულნი აღარ არიან რუსი სამხედროების შესაძლებლობაში შეინარჩუნონ ინიციატივა ბახმუტის გარშემო“.
გარდა ამისა, ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელი სამხედროები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უჰლედარის რაიონში რუსეთის ჯარის უდიდესი დანაკარგები სერიოზულად ასუსტებს რუსეთის შეტევით პოტენციალს დონეცკის ოლქში.
ექსპერტები მიანიშნებენ, რომ „არსებული ქვედანაყოფების სპეციალური აღდგენა უჰლედართან განლაგებისთვის, ასევე ქვებრიგადების ეშელონური სპეციალური ფორმირებების შექმნა, მოწმობს იმას, რომ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები დონეცკის ოლქის დასავლეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა“.
სპეციალისტების აზრით, საბრძოლო მოქმედებების ტენდენციების გათვალისწინებით „უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, ხელში აიღოს ინიციატივა და დაიწყოს კონრშეტევა ფრონტის ხაზის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე“.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















