განათლება ქმნის მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა
საქართველო, თბილისი - 12:12 | 20.03.2023 ნანახია: 763
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილ STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლის მსურველი 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა.
ახალგაზრდებში მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისთვის, STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისთვის შექმნილი STEM სკოლა თავდაპირველად 150 მოსწავლის მიღებას გეგმავდა.
პროექტის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესისა და შესარჩევ ეტაპზე მაღალი ქულების მქონე მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, ადგილების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, უკვე 211 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, კომაროვის სკოლის პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს.
საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მათი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ STEM-ის ონლაინ სკოლის მიმართ დიდი ინტერესი დაფიქსირდა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებში.
საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, რეგიონში მცხოვრებ 63 ახალგაზრდას, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად დაუფინანსდებათ.
„საქართველოს ბანკში კარგად გვესმის, რომ ქვეყნის უკეთეს მომავალს განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოს მასშტაბით მცხოვრები მოსწავლეებისთვის შეგვექმნა განვითარების შესაძლებლობა - მიგვეცა წვდომა STEM-ის მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე, დაგვეინტერესებინა ისინი მომავლის პროფესიებით და გაგვეჩინა მათში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის სურვილი. საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციტივით შექმნილი STEM სკოლის მიმართ გამოვლენილმა ინტერესმა დაგვანახა, რომ ჩვენი ინიციატივა საკმაოდ სწორი და დროული იყო. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტი განვითარებისა და განათლების შესაძლებლობა შევთავაზოთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდებს“, - აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















