წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე
საქართველო, თბილისი - 10:20 | 21.03.2023 ნანახია: 800
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში 2022 წელს მოიცავს და მსოფლიოს 198 ქვეყანაში და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს, მათ შორისაა საქართველო.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა ისეთ ცნობებს, როგორიცაა წამება ან არაადამიანური მოპყრობა, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თვითნებური დაკავება ან დაპატიმრება; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ასევე გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ მიიჩნეოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; თვითნებური ან უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანებების თავისუფლებაში არსებითი ჩარევა; გაძევება; ასევე LGBTQI პირების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის დანაშაულები.
დოკუმენტში სერიოზულ პრობლემადაა მოხსენიებული საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურ გამოძიებებთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან ერთად. მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პოლიტიკური პატიმრების შესახებ ქვეთავში საუბარია მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა გვარამიას საქმეს ასევე ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტშიც.
დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყო დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და რომ სახალხო დამცველის არაერთ განცხადებაშია აღნიშნული, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და გაესამართლებინა 2021 წლის ივლისის პრაიდის მარშის წინ ძალადობის ორგანიზატორები, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში მოქალაქეთა უფლებრივ მდგომარეობაზე და ხაზგასმულია, რომ "რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები".
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















