საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის გამოცხადების თავიდან აცილება შეძლო

საქართველო, თბილისი - 11:24 | 21.03.2023
ნანახია: 481

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობამ ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადების თავიდან აცილება შეძლო. იუწყება Reuters. სამი პარტიის მიერ ინიცირებული კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ცხრა ხმა დააკლდა. უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატის გვერდის ავლით დაამტკიცა საპენსიო სისტემის ცვლილების სადავო კანონი. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულმა ინიციატივამ საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე