#ერთადმოვდივართ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 22.03.2023 ნანახია: 1612
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კომპანიის დაარსებიდან 9 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ სერვისცენტრში ღონისძიება გამართა და ლოიალურ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმმა კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ კამპანიის #ერთადმოვდივართ ფარგლებში გადაღებული ფილმი „პალტუსი“, რომლის მთავარი ლაიტმოტივიც მოგონებებია. ფილმით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს მფლობელისთვის ავტომობილი და რამდენ საინტერესო მოგონებას შეიძლება ინახავდეს ის. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ადამიანებთან ერთად, სწორედ მანქანაა - ავტომობილი, როგორც მოგონებების ნაწილი. სიუჟეტი ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარშემო ვითარდება, რომელიც ფილმის ძირითად პერსონაჟებს, ძმებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ფილმის მთავარი რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, სცენარის ავტორი - ლაშა მილორავა, დამდგმელი ოპერატორი კი - გოგა დევდარიანი.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გასული 9 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. შევძელით და გავხდით იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა საქართველოში. ამ მიღწევების აღსანიშნავად გვინდოდა, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ „ტოიოტა“ ხარისხისა და გამძლეობის სიმბოლოა. ფილმის იდეაც ასეთია: ნივთი მაშინ ხდება ნივთზე უფრო მეტი, როდესაც ის მოგონებებთანაა დაკავშირებული, „ტოიოტა“ კი სწორედ ის ავტომობილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ის მანქანაზე უფრო მეტია, მეგობარია, რომელთანაც ბევრი მოგონება გვაკავშირებს და რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდივართ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, ფილმის პრემიერა ნამდვილ კინოთეატრში გაგვემართა, თუმცა მივიჩნიეთ, რომ მისი ჩვენება მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ გარემოში, ჩვენს შოურუმში, უკეთესი იქნებოდა“.
#ერთადმოვდივართ კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ბოლოს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებისთვის საგანგებო მიღება გამართა და გათამაშებაც მოაწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















