როცა მძიმე რეპუტაციის მქონე ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:53 | 23.03.2023 ნანახია: 771
როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს არის ზუსტად „იმერული ესკიზები“. ზოგადად, შეიძლება, არ იყოს კარგი, რომ პარლამენტში ასეთი ინციდენტებია, მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატი შემოდის, ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე, რომელიც სხვა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, ეს მიუღებელია. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს. არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს მძიმე თემაა, სენსიტიური. ვთქვი, რომ ძალადობას ვამართლებ? როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები. ზოგადად, პარლამენტებში ინციდენტები თავიდან უნდა ავიცილოთ. დეპუტატს ვერავინ ვერსად გადასვამს – თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და კუთხეში დადგეს. მას პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში ყოფნა ეკუთვნის, რადგან აქვს მძიმე რეპუტაცია და კოლეგებს მოღალატეები უწოდა. როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეს უწოდებს, საკუთარ სინდისს მიხედოს. მგონი, სჯობს, თავად გადაჯდნენ სხვა ადგილას. თუ ვინმეს მორალური პრობლემები აქვს, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ ახლოს ჯდომა არ სიამოვნებთ „ხალხის ძალის“ წარმომადგებლებთან, სხვაგან გადაჯდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს მიმართა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















