„პროფესიას სქესი არ აქვს - უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს“ - მოსწავლე მექანიკოსი ქალი „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრიდან
საქართველო, თბილისი - 14:34 | 24.03.2023 ნანახია: 806
„შენ გაქვს ძალა, გადადგა ეს ნაბიჯი და აკეთო ის, რაც შენი პიროვნების ნაწილია!“ - დიდი დრო დასჭირდა, სანამ დომინიკა ხარხელი ამას საკუთარ თავს ეტყოდა და იმ ინტერესს გაჰყვებოდა, რომელიც სულ იყო მის ცხოვრებაში - მაშინ, როცა თოჯინებით კი არა, მანქანებით თამაშობდა; როცა ავტომობილის შეკეთებისას ავტოფარეხში მამას გვერდით ედგა და მაშინაც, როცა სწავლის დასრულების შემდეგ მცირე ბიზნესი წამოიწყო და ისიც ავტომობილებს დაუკავშირა. ამ ყველაფრის მუდმივად მეორე ადგილზე დაყენებას კი სულ რაღაც აიძულებდა. ეს არც რომელიმე ოჯახის წევრი იყო, არც მეზობელი და არც ვინმე უცნობი. ამის მიზეზი, ალბათ, უფრო ის განწყობა და აზრი იყო, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებს - რომ „მანქანა რა ქალის საქმეა“ და ამ ქვეყანაში ქალებიც თითქოს თვითცენზურის კოდით იბადებიან.
დომინიკა უკვე სამი თვეა, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსია დიაგნოსტიკა-ელექტრობის მიმართულებით. ცხოვრების მთავარ ინტერესს სულ მალე რეალურ პროფესიად აქცევს და სტერეოტიპებთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავა - ცოდნით, გამოცდილებით, თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით შეიარაღებული.
დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „პროფესიას სქესი არ აქვს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არსებობს ქალისა და კაცის პროფესიები. ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი დამოკიდებულება ნაკლებად მაინტერესებს. რაკი ეს გადაწყვეტილება მივიღე და ამ მიმართულებით წავედი, ვიცოდი, რომ ასეთ დამოკიდებულებებსაც გადავაწყდებოდი, ამიტომ ეს ჩემზე გავლენას ვეღარ ახდენს. მით უმეტეს, რომ „თეგეტაში“ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. ყველას განსაკუთრებით უხარია, რომ ამ საქმით ქალებიც ინტერესდებიან, რაც ძალიან კომფორტულად მაგრძნობინებს თავს“.
ახლა „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მიმართულებაში, დიაგნოსტიკის განყოფილებაში იღებს ცოდნას. ჰყავს მენტორი, რომლის საქმიანობაშიც და ყოველდღიურ პროცესებშიც უშუალოდაა ჩართული. მუშაობს, როგორც ანაზღაურებადი სტაჟიორი და პროფესიას ეუფლება.
დაგროვილ გამოცდილებას საკუთარ ბიზნესში უკვე იყენებს. აუქციონზე შეძენილ მანქანებს გაყიდვამდე პირველად დიაგნოსტიკას თავად უკეთებს და გარკვეული ტიპის ელექტრული პრობლემების მოგვარებასაც ახერხებს. სამომავლოდ საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაზეც ფიქრობს, მაგრამ მისი მთავარი მოტივაცია მაინც ავტოინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივაა.
დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ჩამთრევი პროფესიაა. პრობლემის აღმოჩენა, გადაჭრის გზის განსაზღვრა და შემდეგ პრობლემის აღმოფხვრა საოცრად აზარტული პროცესია. როცა ავტომობილი გაიმართება და რწმუნდები, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, ყველაზე მაგარი მომენტია. ზოგადად დიაგნოსტიკა დიდი და საინტერესო გამოწვევაა. ყოველ ჯერზე ურთულესი სქემებია გასახსნელი და წასაკითხი, რომლებიც ყველა მანქანის შემთხვევაში ინდივიდუალურია.
ამ საქმეში ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, რომ მუდმივად განვითარებადია. ყოველთვის ყველაფერი იხვეწება და ყოველდღიურად გიწევს ახალი ნიუანსების შესწავლა. „თეგეტა მოტორსის“ მენტორების დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია. ნებისმიერ დროს მზად არიან, აგიხსნან და გასწავლონ. ეს კურსი თითქმის ერთწლიანია და დიდი იმედით მივისწრაფვი იმისკენ, რომ ელექტრომექანიკოსი გავხდე და „თეგეტაში“ დავსაქმდე. აქ მუდმივი განვითარება და მუდმივად წინსვლის შესაძლებლობაა“.
როგორც დომინიკა ამბობს, ამჯერად აზრის შეცვლას არავის და არაფრის გამო აღარ აპირებს. ზუსტად იქაა, სადაც დიდი ხნის წინ უნდა მისულიყო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა. ახლა უფრო გაძლიერებული, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებულია. იმისთვისაც მზადაა, რომ შესაძლოა, სტერეოტიპებმა ვინმეს მასთან მანქანის შესაკეთებლად მისვლაზე, სქესის გამო, უარი ათქმევინოს. თუმცა იცის, რომ ეს განწყობას ვეღარ გაუფუჭებს და იმაზეც ხუმრობს, რომ ზოგჯერ შეიძლება პირიქითაც მოხდეს.
დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „იმ ადამიანებს, რომლებმაც ოდესღაც რაღაც პროფესია აირჩიეს და ვერ ბედავენ, რეალურ ინტერესს მიჰყვნენ; რომლებსაც სტერეოტიპებით სავსე გარემო ხელს უშლის, ოცნება აიხდინონ, ვურჩევდი, გაითავისონ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს. ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი პროფესიის ათვისება. ნუ მოუსმენენ სხვის აზრს. აკეთონ მხოლოდ ის, რაც მათ გულს უნდა და რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ“.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















