RENAULT TRUCKS-ის ამბიციური გეგმები ელექტრომობილების მიმართულებით
საქართველო, თბილისი - 14:52 | 20.04.2023 ნანახია: 1988
E-Tech - ასე უწოდა Renault Trucks-მა ელექტრომობილების მიმართულებით ახალ, 360°-იანი მხარდაჭერის გეგმას. განახლებული სტრატეგიის ფარგლებში კომპანია 2030 წლისთვის წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვების გაზრდას 50%-ით გეგმავს. 2040 წლისთვის კი მანქანების 100% ნახშირბადნეიტრალური იქნება.
ამბიციური გეგმების ფარგლებში Renault Trucks საკუთარ ცოდნას გადამზიდავებს გაუზიარებს და ნახშირბადნეიტრალურ მუშაობაზე გადასვლის პროცესში დაეხმარება. მისი E-Tech შეთავაზება მომხმარებლის 360°-იან მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული და ნულოვანი ემისიის მქონე სატვირთო ელექტრომანქანებისთვის არსებული პირობების ჩანაცვლებას მოიცავს.
კომპანია წლებია, სიახლეზე მუშაობს. ბრენდი მომხმარებელს სატვირთო ელექტრომობილების მრავალფეროვან სამოდელო რიგს სთავაზობს და პროდუქციის ხაზს სტაბილურად აფართოებს. მისი გაყიდვების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კომპანია ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ამის მაგალითად შეგვიძლია 2021 წლის სტატისტიკა მოვიყვანოთ, როდესაც მწარმოებელმა მომხმარებელს 249 სატვირთო ელექტრომანქანა მიაწოდა და დამატებით კიდევ 613 მოდელზე მიიღო შეკვეთა.
Renault Trucks - დეკარბონიზაციის პარტნიორი
ახალი სტრატეგიის მიხედვით, Renault Trucks მაღალი სტანდარტების მქონე ელექტრომობილების დიაპაზონის გაზრდას აპირებს, რასაც მომხმარებელთა მხარდაჭერის სრული პაკეტიც ემატება. ეს უკანასკნელი მთლიან პერიოდს მოიცავს – დაწყებული ელექტრომობილის შესყიდვიდან, დამთავრებული მისი მუშაობის მონიტორინგით.
მომხმარებელთა 360°-იანი მხარდაჭერის სტრატეგია 4 ეტაპისგან შედგება:
1.საწყისი ეტაპი, რომლის დროსაც Renault Trucks მომხმარებლებს დეკარბონიზაციის გეგმის შედგენაში, ანალიზსა და საჭიროებების განსაზღვრაში დაეხმარება;
2.დიაგნოსტიკის მეორე ეტაპი სიმულაციური ინსტრუმენტების გამოყენებას გულისხმობს. ეს ფაზა დამკვეთის საქმიანობის შესწავლით იწყება და ავტოპარკის, მარშრუტებისა და ელექტრომოწყობილობების ანალიზს მოიცავს. სიმულაციური ინსტრუმენტები მომხმარებელს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმიანობის მონიტორინგში დაეხმარება;
3.შემდეგ ეტაპზე Renault Trucks დეკარბონიზაციის პროექტის არქიტექტორის ფუნქციას შეითავსებს და ახალ ეკოსისტემას დამკვეთთან ერთად ააშენებს. ამ ფაზაზე მწარმოებელი მომხმარებელს სთავაზობს დაფინანსებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სუბსიდიების გათვალისწინებით. ასევე ის სრულად დაეხმარება მომხმარებელს სატვირთო ელექტრომანქანის სრულყოფილად აღჭურვაში;
4.ფინალურ ეტაპზე Renault Trucks პროექტის მენეჯერის როლს მოირგებს, რომელიც თავის მომხმარებელს დეკარბონიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში დაეხმარება. ეს ნაბიჯები მოიცავს: დამტენი სადგურების დამონტაჟებას, მძღოლებისა და ავტოპარკის მენეჯერების მომზადებას, ავტოპარკის ადმინისტრირებას და სხვა. ასევე, Renault Trucks-ის ქსელი დამტენი მოწყობილობების მონიტორინგს ახორციელებს, აკვირდება მანქანის მართვისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების პროცესს, ამის საფუძველზე კი მომხმარებელს აძლევს ოპტიმიზაციაზე ორიენტირებულ რჩევებს, რეკომენდაციებს მარშრუტებისა და ტექნიკური ოპერაციების შესახებ.
Renault Trucks-ის შესახებ: Renault Trucks Volvo ჯგუფის ნაწილია, რომელიც სატვირთო მანქანების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის, სამრეწველო და საზღვაო ძრავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. Renault Trucks, რომელიც 150 ქვეყანაში ოპერირებს, მომხმარებელს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის მსოფლიო მასშტაბით. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
Renault Trucks-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















