ცნობილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი „ახალ საირმეში“ მასტერკლასებს მართავს
საქართველო, თბილისი - 19:36 | 20.04.2023 ნანახია: 2065
სასტუმრო „ახალ საირმეში“ შეფმზარეულების გადამზადების ინტენსიური კურსები მიმდინარეობს. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18 აპრილს დაიწყო და 22 აპრილამდე გასტანს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ.
ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს და მონაწილეები შეისწავლიან: ანტიპასტის, პასტის, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკებს.

ჯოვანი ტუჩი, გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი: „საირმეში უკვე მეორედ ჩამოვედი და მოხიბლული ვარ კურორტით, რომელსაც არაჩვეულებრივი ბუნება აქვს. ჩემთვის, როგორც იტალიური სამზარეულოს მეტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა შეფია დაინტერესებული იტალიური სამზარეულოთი. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, იტალიური კერძების მომზადების ტექნიკები გავუზიარო მათ. უკვე ჩავატარეთ 2 მასტერკლასი, სადაც სტარტერებისა და ხელნაკეთი პასტის მომზადების ტექნიკები გავიარეთ. წინ კიდევ 2 შეხვედრა გვაქვს, რომლებიც ხორცისა და თევზის კერძების მომზადებას დაეთმობა. ბოლო დღეს კი ტრადიციულ იტალიურ ტკბილეულს დავამზადებთ, რომელიც იტალიის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. ვხედავ, რომ მსმენელები ძალიან მოტივირებული და დაინტერესებული არიან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს“.

„ახალ საირმეში“ მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების მასტერკლასები 29 აპრილამდე გაგრძელდება. 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის - მატეო სივეროს მასტერკლასს დაეთმობა.
პროექტს „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებას ემსახურება. მიშლენის შეფების მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ინდუსტრიის განვითარებისთვის. ეს არის ინტენსიური კურსები მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც იტალიური სამზარეულოს მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ. საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფები მართავენ ტრენინგებს და ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვის დიდი მოტივაციაა“.
ჯოვანი ტუჩის ტრენინგების შემდეგ, 27-29 აპრილს, „ახალ საირმეში“ მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი ჩამოვა. მატეო სივეროს მასტერკლასი მოიცავს: თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















