საქართველოს ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 10:52 | 21.04.2023 ნანახია: 1959
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანია „აგროკომი“ სოფლის მეურნეობის სექტორში საკონსულტაციო მომსახურებას 2008 წლიდან ეწევა. ძირითადი მიმართულებებია: ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერულ მეურნეობებში კონსუტაციების გაწევა, მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობის და მემარცვლეობის განვითარება.
კომპანია ასევე ახორციელებს აგრო-ბიზნეს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით: აგრო-ბიზნეს გეგმების შედგენა; კონსულტაციები საირიგაციო საკითხებთან დაკავშირებით; ბაღების გაშენება და დაგეგმარება; სხვადასხვა კულტურების ჯიშების და ნერგების ხარისხების შერჩევა; კონსულტაციები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევა და სწორი ექსპლუატაცია.
„კონსულტაციებიდან და ტრენინგებიდან გამომდინარე ფერმერების და ორგანზაციების მხრიდან ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები, თუ სად შეიძლებოდა ამა თუ იმ ტექნიკის ან პროდუქციის შეძენა, რომელიც უზრუნველყოფდა ფერმერული მეურნეობების სწორ და წარმატებულ განვითარებას და საწარმოო ციკლის უწყვეტი ჯაჭვის შექმნას. აქედან გამომიდარე კომპანიამ 2011 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა სერვისების და პროდუქტების დამატება, რომელიც აუცილებელია ინტენსიური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „აგროკომის“ დირექტორი, ირაკლი მერკვილიშვილი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აგროსექტორის მხარდაჭერა, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება აგრომიმართულებით ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერს საქმიანობის სწორად წარმართვისთვის სჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენი მხარდაჭერითა და პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციური კონსულტირების შესაძლებლობა მივცეთ, შევთავაზოთ დამატებითი მომსახურება. აღნიშნული ინივიაცივა ბიზნესს მისცემს ბიძგს, აგრომიმართულებით აკეთოს მეტი, დაეხმაროს და ასწავლოს სხვებს და გაზარდოს ქვეყანაში აგრო პროდუქტების წარმოება. ეს ხელს შეუწყობს სოფლის-მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
ცნობისთვის, „აგროკომი“ მსოფლიოში ცნობილი სასოფლო-სამეურნეო გლობალური კომპანიებისა და ბრენდების ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















