გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის
საქართველო, თბილისი - 13:16 | 10.03.2016 ნანახია: 2102
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე დისკუსიაში „მსოფლიო დღეს - როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს" მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას დაეთმო - ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში არსებული გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთისურთიერთობის, ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს, ეს საგანგაშო სიგნალია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის. საქრთველო რუსეთის ასეთ საქციელს აღვიქვამს, როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის სურვილს, რომლის მსხვერპლიც გახდა საქართველო.
„ამ რთულ ვითარებაში და ამ რთულ რეგიონში საქართველო ცდილობს მოკავშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებას. საქართველო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან ცდილობს ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი. ვცდილობთ რეგიონში მშვიდობიან თანაარსებობას.
მეორე მხრივ, რეგიონში ხორციელდება მსხვილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ქმნის შესაძლებლობას, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც მონაწილეობს სხვადასხვა პროეეტებში.
გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს პროექტის Lapis lazuli განხორციელებაში, რადგან მივაჩნია, რომ იგი რეგიონს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობას, ასევე მის უმთავრეს ამოცანას ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება წარმოადგნს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნ წარმატებას მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წინაშე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ძალიან მწვავედ დგას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსლის შემდეგ ფორუმი კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ფორუმის ამოცანაა მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელისშემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელიც პრობლემებისმშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















