თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იწყება
საქართველო, თბილისი - 13:20 | 10.03.2016 ნანახია: 2493
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი". საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ ისაუბრეს m2 გალერეაში გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლებმა თამარ ჩხეიძემ და მარიამ ყუბუსიძემ, კვირეულის წარმდგენის m2 უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ.
თბილისის მე-13 მოდის კვირეულის ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრეს რუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს.
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდ, ნინი ჭელიძე, ატელიე 27, ტამანინი. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია LALO, More is Love, გვანცა სალაყაია. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ტანგოს პერფორმანსს მოძრაობის თეატრში გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი მაქსიმეს პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი"-ს ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში გაიმართება.
თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), Style du Monde, W Magazine, Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. ასევე მყიდველები (ე.წ. Buyers): H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie.
2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია "KEUNE", რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.
ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, გაბუნია და პარტნიორები.
ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი"
გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL
ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI
მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ოფიციალური კოსმეტიკა - MAC
პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია "KEUNE", „სილკნეტი"
საინფორმაციო მხარდაჭერა: "Music Box", რადიო „ფორტუნა", „არტარეა TV", "ალმა-ALMA"
გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო" და ტელეკომპანია "რუსთავი 2".
დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი", თბილისში ექსკლუზიურ ადგილას დაიდებს ბინას - სოლოლაკი, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3. 19-ბინიანი კომპლექსის მთავარი უპირატესობები ყველა ბინის აივნიდან ძველ თბილისზე და მთაწმინდაზე გაშლილი უნიკალური ხედები და გამწვენებული გარემოა. კომპლექსში ყველაფერია გამორჩეული ადამიანების ჰარმონიული ცხოვრებისათვის: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გამწვანებული შიდა ეზო და კონსიერჟის მომსახურება.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















