ვოლვო XC40 Google-ის სპეციალური სისტემით „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში
საქართველო, თბილისი - 18:24 | 15.05.2023 ნანახია: 2424
შვედურმა პრემიუმ ბრენდმა ვოლვო XC40-ის განახლებული ვერსია წლის დასაწყისში წარადგინა. ავტომობილი წარმოდგენილია შეცვლილი ფარებით, კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინითა და Google-ის სპეციალური სისტემით, რაც, ფაქტობრივად, მის ეკრანს Smartphone-ად აქცევს. განახლებული მოდელი უკვე „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია.
ახალი „ვოლვოს“ მფლობელებს Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი - Cloud Blue, Bright Dusk, Vapour Grey, Sage Green & Fjord Blue. აღსანიშნავია ასევე, რომ გასაყიდად გამოტანილია AWD XC40-ების ბოლო ერთეულები, რადგან ამის შემდგომ გამოსული ყოველი XC40 მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით იქნება წარმოდგენილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდებასთან დაკავშირებული სიტუაცია მკვეთრადაა გაუმჯობესებული. შედეგად, „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში მრავალფეროვანი არჩევანია. ყველაზე მოთხოვნადი მოდელები კი ამჟამად XC40 და XC60-ია.

გიორგი შაქარაშვილი, „ვოლვოს ქარ საქართველოს“ გაყიდვების უფროსი: ლოგისტიკური გამოწვევები პრაქტიკულად აღმოფხვრილია და დღეს ჩვენს მომხმარებელს შეგვიძლია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის ფართო სამოდელო რიგი შევთავაზოთ. რაც შეეხება განახლებულ XC40-ს, მისი ძირითადი უპირატესობებია კომპაქტურობა, მარტივად პარკირების შესაძლებლობა, მოქნილობა და, რა თქმა უნდა, სტილი. ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი მოდელია, ახალი ფორმის ფარებით. ასევე უნდა ითქვას Google-თან თანამშრომლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი უზრუნველყოფილია Google-ის სპეციალური სისტემით. ბოლო პერიოდში დიდია მოთხოვნა კიდევ ერთ მოდელზე - XC60-ზე. ეს არის ტევადი და ამასთანავე, დახვეწილი ავტომობილი, რომელიც საოჯახო მოდელად მიიჩნევა. ამავე დროს შედარებით მაღალია, მარტივად დასამორჩილებელი და დინამიკურიც სწრაფად გადაადგილებისას“.
VOLVO-ს ორივე მოდელი Mild Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილების ბენზინის ძრავას მუდმივ რეჟიმში ჩართული ელექტროგენერატორი ეხმარება. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. რაც მთავარია, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
ცნობილია, რომ VOLVO მუდმივად ზრუნავს ეკოლოგიაზე, როგორც გამონაბოლქვის დონის დაბალი მაჩვენებლით, ისე ავტომობილის ინტერიერში გამოყენებული მასალით. პრემიუმ ბრენდი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოებაზე, რაც VOLVO-ს ავტომობილების თითოეულ დეტალში იგრძნობა.

ორივე მოდელის შეძენა „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი - XC40-ებზე მოქმედებს 30 000-ლარიანი, ხოლო XC60-ებზე 12,000-ლარიანი ფასდაკლებები.
--
ვოლვო ქარ საქართველო: შვედურ ავტოგიგანტს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















