უქმე დღეების შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 18:37 | 24.05.2023 ნანახია: 2357
ზაფხულის მოახლოება ტემპერატურის მატებაზე უკვე აისახა. ცხელ ამინდში, დამოუკიდებლობის დღის უქმეებზე, მოგზაურობას ბევრი გეგმავს და გზებზე მობილობა იზრდება. სანამ ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ, რომ ავტომობილის ყველა დეტალი გამართული იყოს.
„თეგეტა მოტორსში“ 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით სხვადასხვა შეთავაზება იმოქმედებს:
3+1 საბურავების სრულ ასორტიმენტზე
საბურავების ხარისხი, ასაკი და სეზონთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო გადაადგილებასთან. ზაფხულის მოსვლასთან ერთად გზის ზედაპირის ტემპერატურაც იზრდება. ზაფხულის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდების უნარით გამოირჩევა. საბურავების შეცვლა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი პროტექტორის ნახატის ზომა სცდება დასაშვებ მინიმუმს, რათა საფრთხე არ შევუქმნათ როგორც საკუთარ, ისე სხვა მძღოლების უსაფრთხო გადაადგილებას.
30%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი მიმართულების სრულ ასორტიმენტზე
ძრავის ზეთი ავტომობილის გამართული ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ძრავის გაგრილება, ცვეთადი დეტალების დაცვა და ტემპერატურის შენარჩუნება - ყველა ჩამოთვლილ ფუნქციას სწორედ ძრავის ზეთი ასრულებს. თუ მას ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა, ან დაბალი ხარისხისაა, ვერ უზრუნველყოფს შეპოხვას, ტემპერატურის შენარჩუნებას და დიდია რისკი, რომ დაზიანდეს მნიშვნელოვანი ნაწილები.
ჰაერის ფილტრი კი უზრუნველყოფს ძრავისათვის სუფთა ჰაერის თანაბარ და შეუფერხებელ მიწოდებას, რაც ეხმარება მას ეფექტიანად მუშაობაში, სტაბილურდება საწვავის მოხმარება და სიმძლავრე.
30%-იანი ქეშბექი ATE-ს ბრენდის ხუნდებზე
სამუხრუჭე ხუნდები უსაფრთხოდ გადაადგილების ერთ-ერთი გარანტია. რაც უფრო ხარისხიანია ხუნდი, მით უფრო მცირეა სამუხრუჭე მანძილი და უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება. არ არსებობს კონკრეტული დრო ან გარბენი, რის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდი. მისი შეცვლის საჭიროება განისაზღვრება ზედაპირის მდგომარეობით - თუკი შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-ამდეა დასული, აუცილებელია მისი შეცვლა.
30%-იანი ქეშბექი EXIDE-ის ბრენდის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე
ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად მოიმატა, რაც ზრდის ალბათობას, რომ აკუმულატორის რესურსი შემცირდეს. შესაბამისად, აუცილებელია მისი შემოწმება. რესურსშემცირებული აკუმულატორით, დიდია ალბათობა, რომ მას გაუჭირდეს საკმარისი ენერგიის წარმოქმნა ძრავის ამძრავის ასამოქმედებლად და ავტომობილი ვერ დაიქოქოს.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის რესურსის შემოწმება თანამედროვე აპარატებით არის შესაძლებელი. ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში კი უმაღლესი ხარისხის ამერიკული EXIDE ფირმის აკუმულატორის შეძენისას გადახდილი თანხის 30% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ. 20%-იანი ქეშბექი მოქმედებს აკუმულატორების სხვა ბრენდებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა VARTA, FIAMM, BEX და სხვა.
შეთავაზებებით სარგებლობისას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში თქვენზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, რებანკის აქციის პირობების თანახმად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ტოპ|ქარდით პირველი გადახდისას არსებული ხარჯი 12 თვეზე ეფექტური 0%-ით გადაანაწილონ.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















