საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:47 | 10.03.2016 ნანახია: 1915
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო - აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი გასული წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისსაქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ.
პრეზიდენტებმა ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.
როგორც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოსათვის გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან" შეთანხმების ხელმოწერას.
„აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დიდი პოტენციალი გააჩნია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულიის მიმართ.
პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.
როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღინიშნა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელებას, რადგან ეს პროექტი რეგიონში დამატებით რესურსებს გააჩენს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















