თინათინ ხიდაშელი ვიზალიბერალიზაციაზე: ოცნების ერთი ნაწილი რეალიზებულია
საქართველო, თბილისი - 16:07 | 10.03.2016 ნანახია: 2135
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.
„ვულოცავ ქართველ ხალხს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გვამცნო კომისარმა. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც მოწადინებულია რეფორმების წარმატებისთვის, ყველაფერი გააკეთა ამ დღისთვის. მე არ ველოდები რამე გართულებებს, განსაკუთრებით კი, არ ველოდები ჩვენი მხრიდან, ამ გზაზე ვდგავართ მტკიცედ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ბრიუსელის და არც რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან იქნება განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება. კომისია რეკომენდაციას არ გასწევს, თუ პოლიტიკური კონსენსუსი არ არის მიღწეული. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ შემდეგ რამდენიმე თვეს. წმინდა იურიდიული პროცედურები გვაქვს გასავლელი, მათ შორის ევროპარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ქართველებისთვის, მათი ოცნების ერთი ნაწილი რეალიზებული იქნება. უვიზო რეჟიმის გარდა, ხელისუფლების მცდელობების შედეგად, გვაქვს შანსი, ევროპაში მოგზაურობის დაბალბიუჯეტიანი შესაძლებლობა მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, ამ სიკეთით ძალიან ბევრი ქართველი ისარგებლებს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა.
პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















