საქართველოს ბანკის აგროპროდუქტები შენი აგრო ბიზნესისთვის
საქართველო, თბილისი - 12:41 | 07.09.2023 ნანახია: 2518
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკი მომხმარებელს აგროპროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ესენია: აგროსესხი, სესხი დამწყები მეწარმეებისთვის, შეღავათიანი აგრო სესხი, აგრო დაზღვევა.
საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს, სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წამოწყება, ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება, შეუძლია მოითხოვოს აგროდაფინანსება მისთვის მოქნილი გრაფიკითა და სპეციალური საშეღავათო პირობებით.
აგროსესხის მეშვეობით, მოხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საჭირო თანხა ნებისმიერი აგრო მიმართულებით, ისეთი როგორიცაა :
- ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები;
- მეცხოველეობა, მეფრინველეობა, საკალმახეები;
- რთველი, ღვინო, ვენახი;
- სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა;
- სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობა;
- ძირითადი და საბრუნავი საშუალებები;
- სასათბურე მეურნეობები და სხვა.
ეს შეთავაზება საინტერესოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აგრო საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წამოწყება სურს. მათ შეუძლიათ მიიღონ ფინანსური რესურსი დამწყები მეწარმეებისთვის და ამასთანავე ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, კი თუ უკვე ეწევით აგროსაქმიანობას და გსურთ გაფართოება ან ახალი მიმართულების დაწყება, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგრო სესხითა და აგრო დაზღვევით, რომელიც აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფო სუბსიდიას, პროცენტის თანადაფინანსების სახით.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში აგრომიმართულების მხარდაჭერაა. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი - შექმნა. აგროშეთავაზებები მათთვისაა, ვისაც დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული აგრობიზნესის გაფართოვება, ან თუნდაც ახალი მიმართულების დამატება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის აგროპროდუქტებით სარგებლობა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს მოქნილ გრაფიკსა და ინდივიდუალურად შერჩეულ საშეღავათო პერიოდს. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული აგროპროდუქტები რეგიონებში ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია “ - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
აგროსესხზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















