ჰელოუინის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 14:40 | 27.10.2023 ნანახია: 2201
შემოდგომის მეორე თვე იწურება და, შესაბამისად, ტემპერატურაც ნელ-ნელა იკლებს. სეზონური ცვლილებები ჩვენი ავტომობილის სხვადასხვა დეტალზეც აისახება. უსიამოვნო მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილი დროულად შევამოწმოთ.
ავტომობილის ზამთრისთვის მომზადებას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ჰელოუინის შეთავაზებებით იწყებენ.
ცივი ამინდების დადგომამდე მნიშვნელოვანია ავტომობილის დიაგნოსტირება და ყურადღების გამახვილება ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა: საბურავები, აკუმულატორი, ზეთის დონე ძრავაში და სათადარიგო ნაწილები. სწორედ ამ პროდუქტებზე ვრცელდება 40%-იანი ქეშბექი. ჰელუინის შეთავაზებებით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში 27-იდან 31 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
- 40%-იანი ქეშბექი უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ყველაზე მეტად აკუმულატორზე მოქმედებს. დროთა განმავლობაში აკუმულატორის სამუშაო რესურსი მცირდება და ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება უარყოფითად აისახება მასზე. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი გაიზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში Varta-სა და Exide-ის უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.
- 40%-იანი ქეშბექი საბურავებზე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურ ცვლილებას საჭიროებს, საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი. უმაღლესი ხარისხის ბრენდების: MICHELIN-ის, BRIDGESTONE-ის, PIRELLI-ს, CONTINENTAL-სა და YOKOHAMA-ს ნებისმიერ საბურავზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.
- 40%-იანი ქეშბექი პრემიუმ ხარისხის ზეთებზე
ძრავის ზეთის შეცვლა მხოლოდ სეზონების ცვლილებასთან არ არის დაკავშირებული. ის ძრავის შიდა დეტალებს იცავს ცვეთისა და კოროზიისგან. აუცილებელია, რომ დავიცვათ ავტომწარმოებლების მიერ მოცემული რეკომენდაციები და შესაბამისი მანძილის გავლის შემდეგ შევცვალოთ ძრავის ზეთი და ფილტრი. თუკი რეკომენდაციის შესაბამისად ჩავანაცვლებთ რესურსამოწურულს ახალი და ხარისხიანი ზეთით, ავტომობილის ძრავას ამით მაქსიმალურად გავუხანგრძლივებთ სამუშაო რესურსს. ბრენდების: SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ის, PETRONAS-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე და ასევე Hengst-ისა და Mann-filter-ის ფილტრებზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.
- 40%-იანი ქეშბექი ავტონაწილებზე
აღნიშნული ბრენდები აერთიანებს სავალი ნაწილის დეტალებს, სენსორებს, ნათურებს, მინამწმენდებსა და კიდევ მრავალ დეტალს, რაც საჭიროა ავტომობილის გასამართად. ბრენდების: ATE-ის, BOSCH-ის, SACHS-ის, LEMFORDER-ის, PHILLIPS-ის ავტომობილის ნაწილებზე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 40%-იანი ქეშბექი მოქმედებს.
განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს თეგეტას ონლაინ მაღაზიაშიც. პრემიუმ ბრენდების პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















