ეგვიპტემ უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე უზრუნველყოს ღაზაში უსაფრთხოება ომების დასრულების შემდეგ - Wall Street Journal
საქართველო, თბილისი - 12:15 | 09.11.2023 ნანახია: 1733
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ სისისთან და დაზვერვის უფროსთან, აბას კამელთან განიხილა საკითხი, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ეგვიპტემ უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის სექტორში, იმ დრომდე ვიდრე პალესტინის ხელისუფლება ამფუნქციის შესრულ.ებას შეძლებს. ამის შესახებ Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, სისიმ უარყო ეს შეთავაზება და განაცხადა, რომ ეგვიპტე არ მიიღებდა მონაწილეობას „ჰამასის“ ლიკვიდაციაში, რადგან მას ესაჭიროება ჯგუფი ღაზის სექტორის საზღვარზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბერნსის ვიზიტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მანამდე ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორთან შეხვედრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები.
ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ვაშინგტონი სულ უფრო მეტად განიხილავს რეგიონალურ ლიდერებთან ღაზის სექტორის მომავალს „ჰამასის“ გარეშე. აშშ ამტკიცებს, რომ ანკლავი პალესტინელებმა უნდა მართონ.
„ღაზის არავითარი ხელახალი ოკუპაცია კონფლიქტის დასრულების შემდეგ. არანაირი მცდელობა ღაზის ბლოკადის ან ალყაში მოქცევის. ღაზის ტერიტორიის არავითარი შემცირება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, შესაძლოა კონფლიქტის დასრულების შემდეგ გარკვეული გარდამავალი პერიოდი იყოს საჭირო, მაგრამ პალესტინელები უნდა ჩაერთონ პოსტკრიზისულ მმართველობაში.
„ეს უნდა მოიცავდეს პალესტინის მმართველობას და ღაზის გაერთიანებას დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინის ხელისუფლების ქვეშ“, - თქვა ბლინკენმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















