Top 75 Dealer Conference-ზე „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ JCB-ის ჯილდო გადაეცა
საქართველო, თბილისი - 18:45 | 10.11.2023 ნანახია: 1653
- Tegeta Construction Equipment-მა ჯილდო „საუკეთესო გაყიდვების ზრდის“ კატეგორიაში მიიღო
- Tegeta Construction Equipment-მა გაყიდვების 80%-ამდე ზრდა აჩვენა, რაც მსოფლიო მასშტაბით JCB-ის დილერებს შორის საუკეთესო შედეგია
Tegeta Construction Equipment ბრიტანული ბრენდის ყველაზე მსხვილ დილერებს შორის გამოარჩიეს და მზარდი გაყიდვების კატეგორიაში საუკეთესოს სტატუსი მიანიჭეს. მთავარი ინდიკატორი ის მასშტაბური მაჩვენებელი გახდა, რომელსაც ქართულმა კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია. Tegeta Construction Equipment-მა JCB-ის მსოფლიო მასშტაბით არსებულ 800-ზე მეტ დილერს შორის პირველობა არავის დაუთმო და ტექნიკის გაყიდვების კუთხით 77%-იანი გაზრდილი მონაცემით გაყიდვების ზრდის საუკეთესო მაჩვენებლისთვის ჯილდო მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონია იმ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც JCB-ი ტრადიციულად ყოველ წელს აწყობს. ბრიტანული ბრენდი ღონისძიებაზე საერთაშორისო მასშტაბით არსებული მისი 800-ამდე დილერიდან ყველაზე მსხვილ 75 დილერს გაერთიანებულ სამეფოში მასპინძლობს.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანია JCB-ს წამყვანი დილერია რეგიონში. ამას უკვე ის ჯილდოც მოწმობს, რომელიც Tegeta Construction Equipment-ს უშუალოდ JCB-ის CEO-სგან, გრემ მაკდოლანდისგან გადაეცა. გაყიდვების 77%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამორჩეულ შედეგებს მივაღწიოთ JCB-ის წარმომადგენლობებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გასათვალისწინებელია რეგიონული ფაქტორი და გეოპოლიტიკური ვითარებაც - ჩვენმა კომპანიამ ამ შედეგების მიღწევა საკმაოდ რთულ და სპეციფიკურ პირობებში მოახერხა. მეორე მხრივ, ეს ჯილდო კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს - გავაუმჯობესოთ შედეგები, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ გაყიდვების შემდგომი მომსახურება და გავაფართოოთ ბიზნესსაქმიანობა, რომელიც ამ დროისათვის რეგიონის ბაზარს სრულად ფარავს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს JCB-ის - ჩვენი და ჩვენი რეგიონის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის“.
JCB-ის წარმომადგენლობით ღონისძიებაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად იმართება, Tegeta Construction Equipment წელს პირველად მიიწვიეს, როგორც ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო დილერი. ამასთანავე, კავკასიაში ოპერირების განმავლობაში ბრიტანულმა ბრენდმა კავკასიის რეგიონში პირველად დაასახელა გამარჯვებული და საუკეთესო დილერის სტატუსი გაყიდვების ზრდის მიმართულებით Tegeta Construction Equipment-ს მიანიჭა.
სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის სათავო ოფისში გასული წლის შედეგებს, კომპანიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც ბრიტანული ბრენდის დილერები ყოველწლიურად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და JCB-ის მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტების სხვადასხვა ბაზრებზე დანერგვის პერსპექტივებზე მსჯელობენ.
მსოფლიო ბრენდისათვის, რომელსაც საქმიანობის 75-წლიანი გამოცდილება აქვს, გასული 2022 წელი ისტორიული იყო. კომპანიამ რეკორდული რაოდენობის, 105,148 ერთეული, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია განახორციელა. პიკს მიაღწია წლიურმა ბრუნვამაც და 5,7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2027 წლისათვის კი JCB-ი აპირებს, ბრუნვა 10 მილიარდ ფუნტამდე გაზარდოს, ბაზრის წილი კი - 15%-ამდე. პარტნიორის ამ სტრატეგიას საკუთარი ამბიციური გეგმებით უერთდება Tegeta Construction Equipment.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „სწრაფი განვითარება და ინოვაციური მიდგომები - ეს არის ის მთავარი მიზნები, რაც ჩვენს კომპანიასა და JCB-ს აერთიანებს. უახლოესი პერიოდის გეგმებშია, სამშენებლო, საგზაო და ინდუსტრიულ ტექნიკასთან ერთად, მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ. მათ შორის, საუბარია სპეციალური დანიშნულების ელექტრიფიცირებულ ტექნიკაზე, რომლის წარმოებითაც JCB-ი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე. პარალელურად, ვმუშაობთ სადილეროების გაფართოებაზე როგორც საქართველოს, ისე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. გეგმა ამბიციური, თუმცა რეალისტურია და ვფიქრობთ, ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, JCB-ის ჯილდოც მოწმობს“.
ქართული კომპანია უკვე 16 წელია სამშენებლო, საგზაო და ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის, JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელია. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმიანობა გააფართოვა და 2019 წლიდან კომპანიამ ოპერირება დაიწყო კავკასიის რეგიონში.
ბრიტანული წარმოების პროდუქციის მიწოდებასთან ერთად რეგიონის ქვეყანაში Tegeta Construcion Equipment მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას სთავაზობს და ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის, ოფიციალური დილერია საქართველოში და კავკასიის სხვა ქვეყნებში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული სარეგლამენტო და საგარანტიო მომსახურებით.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















