ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინაში, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ტაივანის გარშემო არსებული ვითარება - ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე
საქართველო, თბილისი - 11:23 | 16.11.2023 ნანახია: 1842
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ღაზის სექტორში არსებული ვითარება.
ამის შესახებ ბაიდენმა მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”მე და პრეზიდენტმა სიმ ასევე გავუზიარეთ მოსაზრებები მთელ რიგ რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის უარზე შეაჩეროს თავისი სასტიკი და აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე”, - თქვა მან.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რიგი სხვა გლობალური საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხები - ჩინეთში ამერიკელი მოქალაქეების დაკავებისასაკითხი და ტაივანის პრობლემები.
„როგორც ყოველთვის, მე დავაყენე საკითხები, რომელბიც ეხება შეერთებული შტატების შეშფოთებას ჩინეთის ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, ადამიანის უფლებებზე და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარ მოვლენებზე. ჩვენ განვიხილეთ სამივე საკითხი, - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ტაივანის გარშემო არსებულ ვითარებაზეც.
„მე ასევე ხაზი გავუსვი ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენი და სი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა ერთი წლის განმავლობაში და სის პირველი ვიზიტი ამერიკაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც.
„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, ჩვენ ვცდილობთ, ურთიერთობები უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - თქვა ბაიდენმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















