„თეგეტას“ შვილობილი კომპანია - Europcar Georgia უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას
საქართველო, თბილისი - 13:57 | 27.12.2023 ნანახია: 2475
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia საზღვრებს აფართოებს და უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას. Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამ დროიდან ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან - უზბეკეთის ტერიტორიაზე.
Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოში პირველმა დანერგა Auto Subscription სერვისი; პარტნიორობა დაამყარა საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც უკვე წლებია, ენდობიან Europcar Georgia-ს გუნდს.
Europcar Georgia-ს კიდევ უფრო გაზრდასა და საზღვრების გაფართოებას კომპანიაში უკავშირებენ სურვილს, იყვნენ საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანიის წარმომადგენლები არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ეს გაფართოება კი უზბეკეთით დაიწყეს.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: „უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებია, მნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს აჩენს ბიზნესისთვის. უზბეკეთი, როგორც ქვეყანა, სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც და მიმართვიანობა ქვეყნისადმი ყოველწლიურად იზრდება როგორც ტურიზმის, ისე საერთაშორისო ინვესტიციების ნაწილში. ევროკავშირის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, აშშ-იდან მნიშვნელოვნად იმატა ტურისტების რაოდენობამ, ეს კი პირდაპირაა მიბმული იმ საერთაშორისო ინვესტიციებზე, რასაც სხვადასხვა ქვეყანა ახორციელებს. მეორე მხრივ, საერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება უზბეკეთში ახლა განვითარების პირველ საფეხურზეა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ვყოფილიყავით პირველები, ვინც ამ ბაზარზე შევიდოდა და გამოცდილებას დანერგავდა როგორც ავტომობილების დღიური გაქირავების, ისე კორპორაციული მიმართულებით. ვფიქრობ, 2023 წელი იდეალური პერიოდი იყო იმისთვის, რომ უზბეკეთის ბაზარზე შევსულიყავით.“
დღეს Europcar Georgia 500-მდე ავტომობილითაა წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატების საფუძველი, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, კომფორტული სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე უწყვეტი ზრუნვაა. Europcar Georgia-ს გუნდი ორიენტირებულია პერმანენტულ განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებაზე.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: „Europcar Georgia-ს დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვს, რაც Europcar-ისთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ კომპანიის სტრატეგიული, სანდო პარტნიორები, რომლის მიზანია ზრდა ბაზარზე. სწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე გვენდო Europcar-ი კიდევ ერთხელ და საშუალება მოგვცა, უზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვა. ჩვენ შევარჩიეთ პარტნიორი - ადგილობრივი კომპანია და მასთან თანამშრომლობით ვაპირებთ, უზბეკეთში დავნერგოთ ის პროდუქტები და მომსახურება, რაც Europcar-ს საქართველოსა და ევროკავშირში აქვს.“
უზბეკეთში Europcar Georgia-ს წარმომადგენელი და პარტნიორი Avtoritet Group-ი იქნება, რომელთანაც კომპანიამ ხუთწლიანი ქვეფრანჩაიზით დაიწყო თანამშრომლობა. Avtoritet Group-ი 2007 წლიდან ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა უზბეკეთში. მან ოპერირება დღიური გაქირავების მიმართულებით 50 ავტომობილით დაიწყო. კომპანია ეტაპობრივად გააფართოებს მომსახურების სპექტრს და მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებასაც შესთავაზებს. Europcar Georgia, თავის მხრივ, უზბეკეთს იმ დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელმაც საქართველოში კომპანიის წარმატება განსაზღვრა.
Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები. Europcar-ი საწყის ეტაპზე უზბეკეთში რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“ საერთაშორისო ბრენდ Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. „ევროპქარ ჯორჯია“ საქართველოში იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისიც შესთავაზა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















