„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
საქართველო, თბილისი - 17:48 | 28.12.2023 ნანახია: 2931
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, ჯამურად დაგეგმილი 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო[1], სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მესამე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად „გალტ & თაგარტის“ დახმარებით განხორციელდა. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ კორპორატიული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა.
2022 წლის განმავლობაში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები ორი ემისიით გამოუშვა და სრულად განათავსა. ტრანზაქცია კომპანიამ საკმაოდ რთულ, პოსტ-პანდემიურ პერიოდში განახორციელა, რეგიონული თუ გლობალური ინფლაციური და საპროცენტო განაკვეთების გამოწვევების ფონზე. ამ პერიოდში, ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც აშშ დოლარის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა და ორივე გარიგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ადგილობრივი ბაზრისთვის საფასე ნიშნული დაადგინა, რაც დღემდე შენარჩუნებულია.
ახალი, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, მიუხედავად აშშ დოლარში გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა, წინა ემისიის მსგავსად, 8.50%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2025 წლის 28 დეკემბერს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესება აჭარბებდა გამოშვებულ მოცულობას 10%-მდე იმის მიუხედავად, რომ ერთ ტრანშად 20 მილიონი აშშ დოლარის ემისია ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილ გარიგებას წარმოადგენს. შედეგად ობლიგაციები შეძენილი აქვთ 125-მდე ქართველ და უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „კომპანია „გალტ & თაგარტთის“ დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მესამედ უშვებს აშშ დოლარის საკმაოდ მოცულობით ობლიგაციებს. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. ამჯერად, ახალი 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ უკვე სრულად და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციები. ფასიანი ქაღლდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. „აი ჯი დეველოფმენტისათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტიონერებსა და ინვესტორებს.“
ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ობლიგაციების განთავსების ექსკლუზიური პარტნიორია და აღნიშნული უკვე მესამე ერთობლივი გარიგებაა. 2022 წელს „გალტ & თაგარტმა“ „აი ჯი დეველოფმენტთან“ ერთად საქართველოს კაპიტალის ბაზარს შესთავაზა უპრეცედენტო პროდუქტი ობლიგაციების პროგრამის სახით, რომელიც დღემდე პოპულარული და მოქნილი დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს ემიტენტებს. ვიმედოვნებთ, მომავალში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, ინოვაციური გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ.“
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















